ალტიჰატი 3014 - ვინ ვართ ჩვენ
ალტიჰატი 3014 - ვინ ვართ ჩვენ

„თუ ამას ყველა შეძლებს, მეც შევძლებ; თუ ვერავინ — მაშ, მე უნდა გავაკეთო.“ ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჟინი და ცხოვრებისეული ფილოსოფია, რამაც ალტიჰატი ბუნებისადმი სიყვარულიდან, ჩვენი ქვეყნის და პლანეტის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამოძერწა.
ჩვენ არ ვართ დიდი კორპორაცია, ჩვენ უბრალო მოკვდავი დედამიწელები ვართ საქართველოდან, ოდნავ ექსცენტრიკული, ჯიუტი და ჟინიანი, რომლებიც ალტიჰატის აკვიატებული იდეით მოვინუსხეთ და ერთ დროს შეუძლებელი კონცეფცია რეალობად ვაქციეთ. 
ეს არის ადგილი, რომელიც ბედნიერებასა და პასუხისმგებლობას აერთიანებს, და დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი მოგზაურობა იმ მიზანს, რისი მიღწევისას დატოვებული ნაკვალევი ისტორიაში სწორ მხარეს აღმოჩნდება.
მსუბუქი და მოკლე ნაბიჯებით, გაბედული გადაწყვეტილებებით და საკუთარ თავზე მეტის გაფიქრებით, ჟინით და პასუხისმგებლობით, გვსურს თითოეული დღე ოდნავ უკეთესი გავხადოთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვერასდროს შევხვდებით, მაგრამ ვისთანაც ამ მყიფე და საოცარ პლანეტას ვიზიარებთ.

იხილეთ მეტი
ჩვენი მისია, ანუ როგორ და რისთვის მოვედით აქამდე

გვინდა გაგიზიაროთ ის პოზიტიური გამოცდილება რაც ჩვენ თავად შევიგრძენით ამ გარემოში, ეს დაუოკებელი ჟინი, დაუვიწყარი გამოცდილება და პოზიტივი, რათა სრულად ჩაეფლოთ საქართველოს განსაცვიფრებელ ბუნებრივ პეიზაჟებში, და გაიაზროთ პასუხისმგებლობიანი მიდგომა საკუთარი პლანეტისადმი.

იხილეთ მეტი
ჩვენი მისია, ანუ როგორ და რისთვის მოვედით აქამდე
ხედვა
ხედვა

ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად განვავითაროთ სათავგადასავლო ტურიზმი და შევუწყოთ ხელი ალპინიზმის კულტურული ტრანსფორმაციას ჩვენს ქვეყანაში.

იხილეთ მეტი
ალტიჰატი - მეტი, ვიდრე დასასვენებელი ადგილი

42.660271 N, 44.5607431 E
3,014 მ ზღვის დონიდან

ალტიჰატის შექმნისას, ჩვენი მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის პოზიტიური, თუმცა რადიკალური ცვლილება იყო, რაც კავკასიონის განუმეორებელი ხედებით ჟინიანად ტკბობის საშუალებას სულ უფრო მეტ ადამიანს მისცემდა.

იხილეთ მეტი
ალტიჰატი - მეტი, ვიდრე დასასვენებელი ადგილი
რესტორანი ზღვის დონიდან 3014 მეტრზე
რესტორანი ზღვის დონიდან 3014 მეტრზე

გილოცავთ! თუ თქვენ უკვე ალტიჰატში ხართ, 3,014 მეტრ სიმაღლეზე და უკვე ტკბებით პლანეტის ერთ‑ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედით და სუფთა ჰაერით. 

თქვენ ასევე  #TakeCareofYourPlanet ინიციატივას შემოუერთდით: ალტიჰატი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გვიხარია რომ თქვენც ამ სულისკვეთების ნაწილი ხართ.

იხილეთ მეტი
ალტი ბიბლოთეკა, ანუ ვასილ კეჟერაძის სახელობის კარცერ ლუქსი

ვასილ კეჟერაძის „კარცერ ლუქსი“ ევროპაში ყველაზე მაღალ (3,014 მ) სიმაღლეზე განთავსებული ბიბლიოთეკაა, რომელსაც ალტიჰატში აქვს დადებული ბინა. გადაიკითხეთ თქვენი საყვარელი წიგნი ან აღმოაჩინეთ ახალი.

იხილეთ მეტი
ალტი ბიბლოთეკა, ანუ ვასილ კეჟერაძის სახელობის კარცერ ლუქსი
ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი ფოსტა
ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი ფოსტა

ალპური თავგადასავლის გაზიარება გინდათ ზე-ორიგინალურად და გამორჩეულად?
გამოიყენეთ ალტი-საფოსტო ყუთი, ორიგინალური და ექსკლუზიური დიზაინის ღია ბარათი "ჯეოპოსტერიგან" და გააგზავნეთ ბარათი ევროპის ერთ-ერთ მაღალ წერტილში განთავსებული, მოქმედი საფოსტო ყუთიდან დედამიწის მასშტაბით.  (ამ ეტაპზე პლანეტარული გზავნილები დროებით მიუწვდომელია, ახალი ჰიპერგალაქტიკური მაგისტრალის მშენებლობის დასრულებამდე).

იხილეთ მეტი
"აქ რამ აგაშენა შე დალოცვილო შენა"

ჟინი და მაღალმთიანი სიგიჟე სახელად ალტიჰატი 3014. 
ბოლო შემთხვევა, როცა ვიღაცამ გაბედა და 3,000 მეტრზე მაღლა, კავკასიონის ქედზე რამის შენება გაბედა, 1940-იან წლებში ფიქსირდება. იმ დროს, საქართველო საბჭოთა კავშირის ბნელ ჩრდილში იმყოფებოდა, ოკუპირებული „ბოროტების იმპერიის“ რეჟიმის მიერ. სწორედ მაშინ ლავრენტი ბერიას ზედამხედველობით და დავალებით აშენდა მეტეოსადგური (დღევანდელი ბეთლემის ქოხი), ზღვის დონიდან 3,700 მეტრზე. 

იხილეთ მეტი
"აქ რამ აგაშენა შე დალოცვილო შენა"
იყავი უკეთესი ვიდრე ხარ
იყავი უკეთესი ვიდრე ხარ

„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე; აბა, თუ მიხვდებით, რომელი?  
ყაყაჩო!  არა, ჩქარა ჭკნება!  ენძელა! ნაზია ძალზე… გეორგინი! გაფოფრილია… ვარდი? შაბლონურია… 
აბა რა?  და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი, ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა. და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ…“
გურამ დოჩანაშვილი, სამოსელი პირველი

იხილეთ მეტი
კავშირი სამყაროსთან ალპური სიმაღლეებიდან

კავშირი სამყაროსთან ალპურ სიმაღლეზე, არა ფუფუნება არამედ უსაფრთხოების მინიმალური და ელემენტარული სტანდარტია, რასაც ალტიჰატი უზრუნველყოფს მაგთიკომთან ერთად.
(c)ალექს ფიჩის ფოტო

იხილეთ მეტი
კავშირი სამყაროსთან ალპური სიმაღლეებიდან

დამფუძნებლები

მამუკა

მამუკა ნიკოლაძე

იხილეთ მეტი
დავით

დავით ჭიჭინაძე

იხილეთ მეტი
ნიკოლოზ

ნიკოლოზ ალავიძე

იხილეთ მეტი
მარტინა

მარტინა რამინგ

იხილეთ მეტი
საბრინა

საბრინა დაპორ

იხილეთ მეტი
გიორგი

გიორგი ქეშელაშვილი

იხილეთ მეტი
მატიას

მატიას ჰედიგერი

იხილეთ მეტი

გუნდი

გიორგი

გიორგი არჩუაშვილი

იხილეთ მეტი
ლინა

ლინა გორდელაძე

იხილეთ მეტი
კახა

კახა ბეროშვილი

იხილეთ მეტი
მადონა

მადონა კინწმარიშვილი

იხილეთ მეტი
ლევან

ლევან გოგიტაური

იხილეთ მეტი
თაკო

თაკო ნადიბაიძე

იხილეთ მეტი
მარიამ

მარიამ შათირიშვილი

იხილეთ მეტი
მარიამ

მარიამ ბულისკერია

იხილეთ მეტი
თათია

თათია მღვდლიაშვილი

იხილეთ მეტი
დათუნა

დათუნა ალავიძე

"ძმაბიჭებში" ცნობილი როგორც „ფროდო" (ჯ.რ.რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის ჰობიტ-გმირის საპატივცემულოდ), დახვეწილი იუმორით, შეუპოვარი, მიზანდასახული, მამაცი და მებრძოლი ხასიათით.

"როდესაც მამამ პირველად ალტიჰატში დაპატიჟა, 13 წლის იყო. ყინულის ლოდი კი არა, გერგეთის მყინვარი მოინახულა პირველად, თუმცა მაშინ არც უფიქრია, რომ ოდესმე ამ ადგილას დაბრუნება მოუნდებოდა."

გაივლის რამდენიმე წელი და გადაწყვეტს გახდეს მხატვარი. არა უბრალოდ მხატვარი, არამედ დიდი მხატვარი, შემოქმედი, რისთვისაც ძალიან ბევრს იმუშავებს და სახლში ყველა კედელს გამურავს ნახშირით. დიახ, ნახშირით, რაც მისი საყვარელი სახატავი ინსტრუმენტია. 
და სანამ ცხოვრება მას ახალ გამოწვევას შესთავაზებს და ახალ გასამურ კედლებს, და სასწავლებლად უცხო ქვეყანაში გაემგზავრება, ის თავიდან აღმოაჩენს ალტიჰატს. ამჯერად უკვე დაღვინებული და უშველებელი შთაბეჭდილებებით. 
და ასე გახდა ნამდვილი ალტიჰატელი, 3000+ მეტრის მცველების გუნდის განუყოფელი ნაწილი.

ფროდოსავით მიზანდასახული, მამაცი და შეუპოვარი ჰობიტები ყოველთვის პოულობენ გზას მთაში დასაბრუნებლად და დიდი საქმეების გასაკეთებლად.

იხილეთ მეტი
სტეფანე

სტეფანე წიკლაური

იხილეთ მეტი
ნისლა

ნისლა ალტილოჯისტიკის გენერალი

იხილეთ მეტი
სოფო

სოფო ნიკოლაძე

2025 წლის სეზონი

იხილეთ მეტი
მარიამ

მარიამ მარგიანი

2025 წლის სეზონი

იხილეთ მეტი
ლუკა

ლუკა ქავთარაძე

2025 წლის სეზონი

იხილეთ მეტი
დავით

დავით ჯალაბაძე

2025 წლის სეზონი

იხილეთ მეტი

ჩვენი პარტნიორები