ელენე

ელენე პაიჭაძე

ალტიჰატის რამპუნცელი

როდესაც ელენემ ალტიჰატში შემოერთების შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა ბედი ეცადა, რადგან მთა ძალიან უყვარს. აღმოჩნდა, რომ მთასაც უყვარს, და მცდელობა წარმატებული გამოდგა.

ელენე თავისუფალი მეცნიერებების სპეციალისტია: კლასიკური ენები, რიტორიკა და შუა საუკუნეების ლიტერატურა, აკადემიური ხატვა, ქანდაკება და სასცენო მეტყველება. ყველაფერ ამას ის ოსტატურად უხამებს სერიალებისა და დოკუმენტური ფილმების თარგმნას.

ალტიჰატამდე თავგადასავლებით სავსე გზა გამოიარა. თეატრალურ ფესტივალებზე დეკორაციების აწყობა და დაშლა. ჩეხურ სოფელში ხის, ლითონისა და თიხის დამორჩილება. ბაღის გალამაზება და, რაც მთავარია, თავშესაფარში ძაღლების კვება.
მთასაც დიდი ხანია იცნობს. ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი მეთვალყურეობით დამონტაჟებული დროშები უზრუნველყოფდა ტურნირის წარმატებას.

მისი ტალანტები უსასრულოა, ამ ყველაფერთან ერთად ის დიდებულად ფლობს სამსახიობო ხელოვნებას და მოდელიცაა. ბოლომდე მოგისმენს, მერე კი თავად მოგიყვება საინტერესო ამბებს.

ის ნამდვილი ალტიჰატელია, #იზრუნეშენსპლანეტაზე მისთვის ჰეშთეგი კი არა, ჩვევაა. მას მუდმივად თან აქვს  უსაყვარლესი ღიმილი და რამპუნცელის „ლეგენდა“, რომელიც ახლა 3014 მეტრზე აღმართულ ალტიჰატს ეკუთვნის.