
რესტორანი ზღვის დონიდან 3014 მეტრზე
გილოცავთ! თქვენ ამოხვედით ალტიჰატში, 3,014 მეტრ სიმაღლეზე და ახლა აუცილებლად ტკბებით პლანეტის ერთ‑ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედით და ალპური ჰაერით. თქვენ ასევე #TakeCareofYourPlanet ინიციატივას შემოუერთდით: ალტიჰათი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გვიხარია რომ თქვენც ამ სულისკვეთების ნაწილი ხართ.
როგორ მოვიდა თქვენამდე ეს საკვები? - მდგრადი და უსაფრთხო გზებით, თუმცა რთული ლოჯისტიკით
პირველ რიგში ადგილობრივ ფერმერებთან ხდება ხარისხიანი და ავთენტური პროდუქტის მოძიება; ასევე ქვეყანაში არსებული პასუხისმგებლობიანი და სანდო მომწოდებლებისგან მომარაგება ჯერ თბილისში, შემდეგ კი სოფელ გერგეტში; აქედან ბატონი სტეფანე წიკლაური და მისი ერთგული ცხენები - ნისლა და ალუმინა უზრუნველყოფენ ამ ყველაფრის მოწოდებას ალტიჰატში, უკანა გზაზე კი დაგროვილი ნარჩენები მოაქვთ გადამუშავებისთვის.
ეს ფითქინა და ახალი თეთრეული, რომელიც ადგილზე გხვდებათ, ყოველდღე ირეცხება გერგეტში და იმავე მარშრუტით მოძრაობს ალტიჰატიდან გეგრეტში და გერგეთიდან ალტიჰატში. ხოლო ეს მატყლის მატრასები, სადაც კომფორტულად უნდა განთავსდეთ, გორში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა შექმნეს გორში, სპეციალურად თქვენთვის.
დამშვიდდით: არც ადამიანები, არც ცხოველები, არც უკმაყოფილო ვოგონები, არ დაზარალებულან თქვენთვის ამ კომფორტის შექმნის დროს.

Mushroom Soup from Madona
20.00 GELმადონას საფირმო სოკოს სუპი.
რამოდენიმე ქვეყანამ ეს წვნიანი კანონგარეშედ გამოაცდხადა, ტრამპი კი სპეციალურ სატარიფო ბადეზე ფიქრობს, რადგან ეს კერძი დაუყოვნებლივ იწვევს მიჩვევას და ძნელია მხოლოდ ერთ ულუფაზე შეჩერება.

ვახშამი
70.00 GELწვნიანი კერძი, ძირითადი კერძი, სალათი; დესერტი საუკეთესო ალპური ჩაის ან საუკეთესო ყავის თანხლებით.

გულიაში
25.00 GELსპეციალურად ალტიჰატისთვის შექმნილი რეცეპტით და სიყვარულით მომზადებული გულიაში, საუკეთესოა ენერგიის აღსადგენად, ვიდრე მყინვარწვერის დაპყრობას შეუდგებით.

საუზმე
50.00 GELმოხარშული და შემწვარი კვერცხი, სხვასხვა სახის შვრიის ფანტელი, საუკეთესო ევროპული სალიამი და ლორი, ყველის ასორტი, კარაქი და ქართული თაფლი, შოკოლადის კარაქი, ბლინები და ტკბილი ორცხობილა, ალტიპური (ალტიჰატში გამომცხვარი პური); საუკეთესო ქართული ჩაი, რძე და ყავა.