კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Altitude LLC – თქვენი მონაცემები, თქვენი ქოხი, თქვენი წესები.

ბოლო განახლება: 2025 წლის 20 მაისი

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და აზიარებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს Altitude LLC („კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენი“), იქნება ეს ვებსაიტის www.altihut.ge მონახულება, ქოხის დაჯავშნა თუ მთის კენწეროდან ცაზე ვარსკვლავების ჭვრეტა.

დიახ, 3,014 მეტრზეც კი, კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია. და არა, თქვენს მონაცემებს საჯარო სივრცეში არ ვინახავთ, ისინი დაცულია დიფსტეტის სერვერებზე (მერე რომ არ თქვათ არ ვიცოდოთო...).

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ?

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ნებაყოფლობით თავად გვაწვდით, როდესაც:

  • რეგისტრირდებით ან ჯავშნით ჩვენს ვებგვერდზე რაიმე მომსახურებას ან პროდუქტს
  • ხელს აწერთ (არამოსაწყენი) სიახლეების გამოწერას
  • მონაწილეობთ ტვინისმჭამელმჭყლეტველ გამოკითხვებსა ან ღონისძიებებში
  • გვიკავშირდებით პირდაპირ
  • ეთანხმებით ნამცხვრების (cookie) პოლიტიკას

ეს ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს:

  • სახელსა და გვარს, ასაკს და ზებუნებრივი ძალების არსებობაზე მოკლე ინფორმაციას
  • ტელეფონის ნომერს
  • ელ. ფოსტას
  • მომხმარებლის სახელს და პაროლს (username & pasword)
  • შარვლის და პერანგის ზომებს, თქვენი ეგოსა და აურას მახასიათებლებს

არ ვაგროვებთ მგრძნობიარე მონაცემებს (მაგ. ჯანმრთელობის, ბიომეტრიული, რელიგიური ან პოლიტიკური იდეოლოგიის). თუ ამაყად დადიხართ მუხლში ტიტანის იმპლანტით, ეს მხოლოდ თქვენი გმირული საიდუმლოა, ჩვენ არ "გავაბაზრებთ" არაფერს, ზეწოლისა და წამების შემთხვევაშიც.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ზუსტი და განახლებული ინფორმაცია, რაც თქვენთვის მეტი კომფორტის შექმნაში დაგვეხმარება.

2. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?

მხოლოდ თქვენი მომსახურების, უსაფრთხოებისა და კანონთან შესაბამისობის მიზნით.

  • ანგარიშის შექმნა და მართვა
  • დაჯავშნის დადასტურება და მომსახურების მიწოდება
  • სიახლეების და შემოთავაზებების გაგზავნა
  • მომსახურების გაუმჯობესება
  • მნიშვნელოვანი თარიღების მილოცვა
  • კანონმდებლობის დაცვა
  • გადაუდებელი სიტუაციების მართვა

3. სამართლებრივი საფუძვლები (GDPR, UK GDPR, PIPEDA)

ჩვენი ქმედებები ეფუძნება ცივილიზებული სამყაროს მიერ შემუშავებულ და აღიარებულ შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:

  • თანხმობა – თქვენს მიერ მიცემული ნებართვა
  • კონტრაქტი – მომსახურების გაწევის აუცილებლობა
  • იურიდიული ვალდებულება – კანონით მოთხოვნილი
  • სასიცოცხლო ინტერესები – გადაუდებელი შემთხვევები
  • ლეგიტიმური ინტერესი – სისტემის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოებისთვის

კანადაში მოქმედ მომხმარებლებს ვემსახურებით PIPEDA-ს შესაბამისად.

4. ვიზიარებთ თუ არა თქვენს მონაცემებს?

მხოლოდ საჭიროებისამებრ და არასდროს კომერციული მიზნებისთვის.

  • ბიზნესის გადაცემისას, თუ კი ოდესმე ასეთი რამ მოხდა (მაგრამ ჩვენნაირი სულელი ვისაც შესაბამისი რესურსიც აქვთ, ძალიან ცოტაა ამ პლანეტაზე, ასე რომ ეს რისკი არ გემუქრებათ)
  • მომსახურების მიმწოდებლებთან — ტექნიკური მხარდაჭერისთვის
  • იურიდიულ ორგანოებთან — კანონის შესაბამისად, დიფსთეითის დაჟინებული მოთხოვნით

არ ვყიდით თქვენს მონაცემებს და სამშობლოს! არც ფულზე, არც დაუსაბუთებელ ოცნებებზე და არც გალაქტიკურ კრედიტებზე.

5. მონაცემთა შენახვა

ინფორმაცია ინახება მხოლოდ საჭირო ვადით:

  • სერვისის მიწოდებისთვის
  • საგადასახადო და იურიდიული მოთხოვნებისთვის
  • სამართლებრივი დავების მოსაგვარებლად

შემდეგ კი, მონაცემებს ანონიმურად ვაქცევთ და ვათავსებთ შავ ხვრელში, სადაც ისინი აუცილებლად იშლება.

6. უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად. თუმცა, ინტერნეტი სრულად დაცული არ არის და 100%-იან უსაფრთხოებას ვერავინ დაგპირდებათ, ვერც ჩვენ.

7. თქვენი უფლებები

გაქვთ უფლება:

  • მონაცემებზე წვდომის
  • მონაცემების კორექტირება ან წაშლაზე
  • დამუშავების შეზღუდვაზე
  • მონაცემთა გადაცემაზე
  • თანხმობის მოცემაზე და გაუქმებაზე
  • დუმილის უფლება
  • ლექსების წერის უფლება (ვოგონური პოეზიის გამორიცხვით)
  • ემპათიის გამოხატვა (შეიძლება ეს ვალდებულებადაც ჩათვალოთ)
  • იაზროვნოთ
  • და სხვა ნებისმიერი უფლება რაც ადმიანური და საღვთო კანონებით არაა შეზღუდული, თუმცა სასურველია სასარგებლოდ გამოიყენოთ 

დაგვიკავშირდით: info@altitude.ge

ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მიმართონ მონაცემთა დაცვის ადგილობრივ უწყებებს.
სხვა გალაქტიკის მოქალაქეებმა — შესაბამის ჰიპერსივრცული ბიუროკრატიის შესაბამის ბიუროს ქვედა სართულის ბნელ ოთახში, კარზე წარწერით: "ოთახში მგრძნობიარე, თუმცა ავი ძაღლია".

8. Do-Not-Track (DNT)

ამჟამად ჩვენი სისტემა DNT სიგნალებზე არ რეაგირებს. სტანდარტის შემუშავების შემდეგ განვაახლებთ პოლიტიკას, რასაც აუცილებლად გაცნობებთ.

9. ცვლილებები პოლიტიკაში

პოლიტიკა შესაძლოა დროდადრო განახლდეს. განახლებების შემთხვევაში, ახალი ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს ვებსაიტზე. სერვისების გაგრძელებით ეთანხმებით ცვლილებებს.

10.  პრინციპული და არაცვალებადი პოლიტიკის ნაწილი 

ჩვენ ვდგავართ მემარჯვენე-ცენტრისტულ ღირებულებებზე, ვაღიარებთ, ისევე როგორც 2+2+4 ინდივიდის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, კანონის უზენაესობაზე, პიროვნებების თანასწორობაზე რასის, სქესის, რელიგიის, გემოვნების თუ სხვა ნიშნით.
მტკიცედ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და სრულად ვუჭერთ მხარს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციურ ვალდებულებას.
რუსეთი — ოკუპანტია! ისევე როგორც 2+2=4-ს. ეს არაა მოსაზრება, ეს არის ფაქტი, დამყარებული საქართველოს (და სამწუხაროდ არამარტო) ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციაზე.
ბატონ-ყმობა, მონობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, გუშინ, დღეს თუ ხვალ, ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს.

დიდება გმირებს! დიდება და მხარდაჭერა უკრაინას 🇺🇦 ! 

11. დაგვიკავშირდით

გაქვთ შეკითხვები? გსურთ მონაცემების დეტოქსი? ან გირჩევნიათ მოუსმინოთ მყინვარის ქარის სიმღერას  და დატკბეთ ვარსკვლავების ყურებით?
მოგვმართეთ და დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით. 
ანონიმურობა გარანტირებულია.
(თუ თქვენ თავად არ დადებთ თქვენს "გულახდილ" ფოტოებს სოც. მედიაში, ჩვენ ამას თქვენი ნებართვის გარეშე არ ვიზავთ):

Altitude LLC
საბერწე, სტეფანწმინდა 4700
საქართველო, პლანეტა დედამიწა

ელ.ფოსტა: info@altitude.ge 
+ 995 595 57 82 82

ჩვენთან მოხვედრა შესაძლებელია: საფეხმავლო ბილიკით გერგეტის სამების საპარგინგე სივრციდან, იმ შემთხევაში თუ ჯერ არ ფლობთ ტელეპორტაციის უნარებს.