დაჯავშნე თავგადასავალი

ალტიჰატი 3014, შეიგრძენით კავკასიონის მადლი

ალტიჰატი, დედამიწაზე ყველაზე ეკოლოგიური და თანამედროვე მასალების გამოყენებით აშენებული უნიკალური ალპური ქოხია, რომელიც გერგეთის სამებიდან დაახლოებით 3 საათის საფეხმავლო დისტანციაზე, ზღვის დონიდან 3,014 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. 

ისიამოვნეთ, და აღმოაჩინეთ მშობლიური პლანეტა, საქართველოს ამ ულამაზესი წერტილიდან, შეიცანით თქვენი სამშობლოს მთები, ამოდით 3014 მეტრზე და დაინახეთ სამყარო მისი ბრწყინვალებით.

იხილეთ მეტი

რესტორანი ზღვის დონიდან 3014 მეტრზე

გილოცავთ! თუ თქვენ უკვე ალტიჰათში ხართ, 3,014 მეტრ სიმაღლეზე და უკვე ტკბებით პლანეტის ერთ‑ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედით და სუფთა ჰაერით. 

თქვენ ასევე  #TakeCareofYourPlanet ინიციატივას შემოუერთდით: ალტიჰატი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გვიხარია რომ თქენც ამ სულისკვეთების ნაწილი ხართ. იხილეთ მეტი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალტიჰატში, სიმაღლეზე შექმნილ კომფორტულ თავშესაფარში, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით, სპეციალურად თქვენთვისაა მოწყობილი. იხილეთ მეტი

"თითქმის ყოველთვის, შემოქმედებითი და თავდადებული უმცირესობაა პასუხისმგებელი სამყაროს გაუმჯობესებაზე"
მარტინ ლუთერ კინგი

დიდი კავკასიური ხუთეული - ფრინველებზე დაკვირვება

კავკასიის რეგიონი, საერთაშორისო მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია, სადაც ბინადრობს რეგიონისთვის ენდემური ორი ფრინველის სახეობა და ორი ქვესახეობა. კავკასია დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია ბიოლოგიური თვალსაზრისით და ერთ-ერთია იმ 36 საერთაშორისოდ აღიარებული ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილიდან. რეგიონის განსხვავებული ტოპოგრაფია და გეოლოგია სახეობების ფართო მრავალფეროვნებას ქმნის. კავკასია ასევე არის საერთაშორისო ორგანიზაციის Birdlife International-ის მიერ აღიარებული ენდემური ფრინველების ტერიტორიებიდან (EBA) ერთ-ერთი ევროპაში.

დიახ ამ განსაკუთრებულ და ულამაზეს არსებებს, ალტიჰატიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ. 

იხილეთ მეტი

ჩვენი ისტორიები