კავკასია - გლობალური ბიომრავალფეროვნების ჰაბი
კავკასიის ეკო რეგიონი ერთერთი უმნიშვნელოვანესია დედამიწის 36 ბიომრავალფეროვნების რეგიონებს შორის, სადაც ფრინველის ორი ენდემური სახეობა ბინადრობს, რომელთა ხილვა მხოლოდ კავკასიონის განსაკუთრებულ წერტილებშია შესაძლებლელი, ესენია: კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), ასევე დამატებით, ორი ენდემური ქვესახეობა, დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla ssp. rubicilla) და წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus ssp. erythrogastrus), რომელთა გეოგრაფიული პოპულაციები იზოლირებულია სახეობის მთავარი არეალისგან, ცენტრალური აზიიდან.
დიახ ამ განსაკუთრებულ არსებებს, ალტიჰატიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ.
კავკასიური შურთხი
Tetraogallus caucasicus (Pallas, 1811); კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი ენდემური სახეობაა, რომელიც მხოლოდ დიდი კავკასიონის ფერდობებზე ბინადრობს, საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. კავკასიური შურთხი ზაფხულის თბილ დღეებს თავის საბუდარ ტერიტორიებზე ატარებს, ზღვის დონიდან მაღლა, ხოლო ზამთარში შედარებით დაბლა ჩამოდის ალპურ მდელოებზე.
© ნიკა მელიქიშვილის ფოტო


დიდი კოჭობა
Carpodacus rubicilla ssp. rubicilla (Güldenstädt, 1775); კავკასიის რეგიონის ადგილობრივი, არამიმომფრენი ქვესახეობაა, რომელიც დიდი კავკასიონის მთათა სისტემაში იზოლირებულია სახეობის სხვა ქვესახეობებისგან, რომლებიც ცენტრალურ აზიაში ბინადრობენ.
© ნიკა მელიქიშვილის ფოტო
მთის ჭივჭავი (მთის ყარანა)
Phylloscopus sindianus ssp. lorenzii (Lorenz, 1887); კავკასიის რეგიონის თავსატეხის სტატუსს ატარებს. ზოგიერთი ტაქსონომიური წყარო მთის ჭივჭავის კავკასიურ ქვესახეობას ცალკე სახეობადაც კი მიიჩნევდა.
© ნიკა ბუდაღაშვილის ფოტო


კავკასიური როჭო
Lyrurus mlokosiewiczi (Taczanowski, 1875); კავკასიის ეკორეგიონის მეორე ენდემური სახეობაა. ისინი ალპური მდელოების სხვადასხვა მცენარეულობით იკვებებიან.
©ნიკა მელიქიშვილის ფოტო
წითელმუცელა ბოლოცეცხლა
Phoenicurus erythrogastrus erythrogastrus (Güldenstädt, 1775); დიდი კავკასიონის ალპურ ზონებში ბინადრობს და მხოლოდ მცირე დროით ჩადის ქვევით, საკვების ძიებაში.
ალტიჰატის ხშირი სტუმარია და შესაბამისად მის სანახავად ალტიჰატი საუკეთესო ადგილია.
პ.ს.
ალტიჰატის ლოგოს ინსპირაცია, სწორედ წითელმუცელა ბოლოცეცხლაა
© ნიკა მელიქიშვილის ფოტო
