წესები და პირობები

გაეცანით და პატივი ეცით წესებს და ალტიჰატში მოქცევის პირობებს პანიკის გარეშე.
პატივი ეცით ამ რჩევებსა და წესებს, გარემოს, ადამიანებს და ნებისმიერ სხვა სულიერ არსებას თქვენს გარშემო. იყავით ემპათიურები დაფიქრებული და ადამიანის, როგორც ღვთიური ქმნილების საუკეთესო ვერსია და ყველაფერი კარგად იქნება. 

  • გაიარეთ რეგისტრაცია ალტიჰატში კომფორტული განთავსებისთვის.
  • ალტიჰატის შენობაში აკრძალულია სიგარეტის მოწევა.
  • შენობაში გთხოვთ გამოიყენოთ ალტი-ჩუსტები.
  • მოუფრთხილდით როგორც თქვენს განკარგულებაში მყოფ ოთახსა და საწოლს, ასევე საერთო სარგებლობის სივრცეს, საპირფარეშოს, აბაზანას, ხეობას, პლანეტას და მთლიანად გალაქტიკას.
  • 21:00 შემდგომ ნუ იხმაურებთ და ნუ შეუშლით ხელს სხვა სტუმრებს მოსვენებაში.
  • ალტიჰატში დენი ითიშება 23:00 დან 05:00 მდე.
  • მოაწესრიგეთ თქვენი საწოლი და ოთახი გასვლის წინ.
  • აკრძალულია საკუთარი გაზქურით შენობაში საჭმლის მომზადება.
  • აკრძალულია საკუთარი საკვების და ალკოჰოლური სასმელის მოხმარება ალტიჰათში.
  • აკრძალულია პოლიტიკური და/ან რელიგიური ხასიათის დებატები.
  • შენობაში აკრძალულია ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა.
  • აკრძალულია სასტუმრო სივრცეში ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების შემოყვანა.
  • შენობაში და ზოგადად პლანეტაზე აკრძალულია უწესოდ და ორკულად მოქცევა და ზოგადად ქოცური საქციელები.
  • ალტიჰატში აკრძალულია უხალისოდ, უხასიათოდ და არაკომუნიკაბელურად ყოფნა.
  • ნუ იქნებით „საშუალო სტატისტიკური ადამიანი“, იყავით გამორჩეული და თქვენი ნარჩენები თავადვე წაიღეთ ბარში.
  • გაუფრთხილდით ალპურ გარემოს, ნუ დააბინძურებთ მას! 

ჯავშანის გაუქმების პირობები

ხანდახან &^@# ხდება, და გაძლიერებული ლოცვებიც ვერ შველის არეული გეგმების გადარჩენს. შესაბამისად, თუ იძულებული ხართ გააუქმოთ წინასწარი ჯავშანი, გთხოვთ გაითვალისიწინოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესები (ამინდისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად იცვლება 3,014 მეტრზე, ეს წესები უცვლელია თავისი ობიექტური სჭიროების გამო):

  • ამოსვლამდე 4 კვირით ადრე → მიიღებთ სრული ანაზღაურებას. ჩვენ კი მოგვენატრებით, მაგრამ თქვენი საფულე უფრო მშვიდად იქნება.
  • ამოსვლამდე 3 კვირით ადრე → თქვენი გადახდილი თანხის 30% გადაინაცვლებს „ მთის ფონდში“. 
  • ამოსვლამდე 2 კვირით ადრე → 50% რჩება ჩვენთან. იფიქრეთ პოზიტიურად, ეს თქვენი წვლილია იმისთვის, რომ ალპური გარემო სუფთად იყოს ზღვის დონიდან 3 კილომეტრზე, რაც ჩვენს გაუჩერებელ მუშაობას მოითხოვს.
  • 2 კვირაზე ნაკლები (აი, ეს უკვე დრამაა) → თანხის 100% არ ანაზღაურდება.
    გაგებით მოეკიდეთ ამ ფაქტს - არაფერი პირადული, მხოლოდ საღი აზრი და საქმიანი მიდგომა.
    ამ დროისთვის, თქვენი ვიზიტის უზრუნველსაყოფად ჩვენ უკვე მოვამარაგეთ ქოხი, სტეფანეს ცხენებმა ზურგით ამოიტანეს ყველაფერი თქვენი კომფორტული მასპინძლობისთვის, მოვამზადეთ ახალი თეთრეული და გამოვიძახეთ დიდი კავკასიური "კვინტეტის" ჩიტები თქვენს დასახვედრად, "ხარჯი გავწიეთ" მოკლეთ რომ ვთქვათ.

გთხოვთ გაითვალისიწინოთ, რომ ჯავშნის გაკეთებით, ეთანხმებით ამ წესებს. ანუ რეალურად ერთი მარტივი წესია, ამოსვლამდე რაც უფრო ადრე გააუქმებ, მით მეტს დაიტოვებს მთა. 
არაფერი პირადული, მხოლოდ სამთო ქოხის საქმე. კარაგად დაფიქრდით თქვენს, ჩვენს და მთას შორის დადებულ შეთანხმებაზე… ეს ის შეთავაზებაა, რომელზეც უარს ვერ იტყვი.

საინფორმაციო განმარტება

ალტიჰატი 3014 არის კერძო, ჟინიანი, სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტი (Impact Investment), რომელიც მიმართულია არსებულ გარემოში რთულად მოსაგვარებელი პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე. ჩვენი მიზანია ისეთი გამოწვევების სისტემური მოგვარება, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, უსაფრთხოების გაუმჯობესება ყველა ვიზიტორისათვის, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და ამ პროცესში ადგილობრივი თემისთვის ახალი და სტაბილური საქმიანი (ბიზნეს) შესაძლებლობების უზრუნველყოფა. 
რაც მთავარია ეს არის ჩვენი ინდივიდუალური CSR მიდგომა პლანეტა დედამიწის  მიმართ, და ამ სიმაღლეზე მიყენებული ზიანის შემცირება. ალტიჰატში სტუმრობით, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ამ საქმეში. 

დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გთხოვთ ისიამოვნოთ გარემოთი რაც კავკასიონზე სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა ბევრი მილიონი წლის წინ.

გალერეა