
გიორგი ქეშელაშვილი
გამოცდილი IT სპეციალისტი, ინვესტორი, მოგზაური და სუპერ დახვეწილი და "ჩახლართული" კახური იუმორის მეტრი. გიორგი ალტიჰატის იდეის ჩასახვის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია, ვინც მთაში სიარულის და პეიზაჟებით ტკბობის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში საბანკო პლასტიკური ბარათების ეკოსისტემის დანერგვის და განვითარების საქმეში. იგი ახლაც აქტიურად მოღვაწეობს საფინანსო სექტორში. უპირატესობას ორთვალა ტრანსპორტს ანიჭებს და ასევე რაც მთავარია, აქტიურად და პასუხისმგებლობიანად ზრუნავს ახალი თაობის განვითარებაზე, საკუთარი დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, ალტე უნივერსიტეტში ლექციების მასტერკლასებით.