
დავით ჭიჭინაძე
დევიდე, ერთ-ერთი პირველი სამეულიდან, ალტიჰატის დამფუძნებელი მამაა, მუდამ დაფიქრებული და მოწესრიგებული ადამიანი, ვისაც ასევე ალტიჰატის დირექტორობის სადავე უპყრია ხელთ და რუდუნებით უძღვება მის ყოველდღიურ მართვას. მისმა პროფესიულმა გამოცდილებამ და უნარებმა, რაც სხვა უამრავ ტალანტთან ერთად მოიცავს ინჟინერიას და რისკების მინიმიზირების მეცნიერებას, შვეიცარიულ კავშირებს და შვეიცარიული ყველის ტრფობას, მნიშვნელოვანი და კრიტიკული როლი ითამაშა ალტიჰატის იდეის განხორციელებაში.
მისი უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით, შვეიცარიის განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ასევე უამრავი უმნიშვნელოვანესი პროექტია განხორციელებული.
ალტიჰატის პარალელურად, დავითი ასევე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში ჩართული კომპანია "ემპლუსის" დირექტორი და დამფუძნებელია და აქტიურად მოღვაწეობს ამ მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაში, ქვეყნის საკეთილდღეოდ.