ხედვა

ხედვა

ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად განვავითაროთ სათავგადასავლო ტურიზმი, და შევუწყოთ ხელი ალპინიზმის კულტურული ტრანსფორმაციას ჩვენს ქვეყანაში.

ბუნებრივი, ეკონომიკური და ადამიანური რესურსების ეფექტური მართვით, ავამაღლოთ მთიან რეგიონებში არსებული ბიზნეს შესაძლებლობები და შევქმნათ ახალი, ეფექტიანი და ინკლუზიური ღირებულებითი ჯაჭვი, ისე რომ, ამ პროცესში მინიმუმამდე იყოს შემცირებული გარემოზე მავნე ზეგავლენა.

ამ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციით, ალტიჰატის გუნდმა, ყაზბეგის რეგიონში სრულიად ახალ, ინკლუზიურ ეკოსისტემას ჩაუყარა სათავე, სათავგადასავლო ტურიზმის ულევი შესაძლებლობების პოზიტიურად წამოწევით, ადგილობრივ თემთან აქტიური თანამშრომლობით და სრულიად ახალი, პასუხისმგებლობიანი სერვისების შექმნით, ჩვენ შევძელით უსაფრთხო, მდგრადი და საქმიანი გარემოს ჩამოყალიბება სამომავლო, მდგრადი განვითარებისათვის.

გალერეა