დავით

დავით ჯალაბაძე

პროფესიით და განათლებით არქეოლოგი, ხოლო სპორტით ბეისბოლის ეროვნული ნაკრების წევრმა, 2025 წლის სეზონზე, მისი ბეისბოლის “ბიტა”, არქეოლოგიური გათხრის ნიჩაბი და ფუნჯი გვერდზე გადადო და ალტიჰატის გუნდს შემოუერთდა, რათა სამთო ქოხის ცხოვრების გამოცდილებას დაუფლებოდა, ამასობაში კი ჩვენს გუნდს კი ხალისი და შრომისმოყვარეობა შემატა.

ალტიჰატში როგორც ნამდვილი არქეოლოგი, იგი უკვე წინასწარ ზრუნავს იმაზე, რომ შორეულ მომავალში გალაქტიკური ისტორიის მკვლევარებმა და მისმა მომავალმა კოლეგებმა, ალტიჰატური არტეფაქტები მარტივად ამოიცნონ და სწორად დახარისხონ, ისე, რომ ნათლად დაინახონ ჩვენს მიერ შექმნილი ეკოსისტემის სარგებელი და გავლენა კაცობრიობის განვითარებაზე.