
გიორგი არჩუაშვილი
ალტიჰატის ლოჯისტიკის და ოპერაციების მეტრი, ალტიჰატის მთავარი მენეჯერი, გიორგი გუნდის წევრი ალტიჰატის პირველივე დღეებიდან გახდა და დაუყოვნებლივ დაიმორჩილა ალტიჰატის მართვის სადავეები, მისი ჩვეული სიმშვიდით "დაალაგა" ურთიერთობა მყინვარწვერის მკაცრ კლიმატურ პირობებთან და წარმატებით და სიყვარულით უძღვება ალტიჰატის საქმიანობას მთაშიც და ბარშიც.
გიორგი სუპერ პოზიტიური და მზრუნველი ადამიანია, და ასევე რამდენიმე ფარულ ტალანტს ფლობს, რომელთა შორის აუცილებლად გამოსარჩევია ვაშლის "შტრუდელი", მისი და შვეიცარიულ-იტალიური რეცეპტის შერწყმით მიღებული ჯადოქრობა (დაპატენტებულია გალაქტიკური საბჭოს მიერ). და თუ გაგიმართლათ და შემთხვევით, სამზარეულოდან გიორგის და მის ვაშლის ნამცხვარს გადაეკვეთეთ, ე.ი. თქვენი ასვლა ალტიჰატში არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე "შტრუდელთან" აუდიენციითაც გახდება დასამახსოვრებელი.