მარიამ

მარიამ ბულისკერია

მარიამი ყველაზე ბედნიერია მაშინ, როცა ფეხქვეშ მთაა და სახეზე მისი ულამაზესი ღიმილია, რომლის დამალვაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნებოდა (და ამიტომ არც ცდილობს ამ დანაშაულისს ჩადენას).
კლდე, ბილიკი, დაბრკოლებებით სავსე გზა თუ მშვიდი ფერდობი; ცოცვა, ლაშქრობა, სირბილი, ველოსიპედი თუ თხილამური, არა აქვს მნიშვნელობა, ის ყველგან სიხარულს აფრქვევს და პროფესიონალურად იმორჩილებს ყველა გამოწვევას.

მარიამის აზრით, ცხოვრება ყველაზე გემრიელია მაშინ, როცა გაზიარებულია: გემრიელი საჭმელი, გადამდები სიცილი, გულწრფელი საუბრები ახალ მეგობრებთან და ხანდახან თამაშობები, რომელსაც მხოლოდ მოსაგებად თამაშობს (და, რა თქმა უნდა, ყოველთვის იგებს).

ყველაფერზე მეტად კი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მარიამი უანგაროდაა შეყვარებული მთებზე და ბუნებაზე და ალბათ სწორედ ამით აიხსნება მისი საეჭვო გადაწყვეტილება შემოერთებოდა ალტიჰატის შეშლილთა გუნდს 3000+ მეტრზე, და ისიც თუ რატომ გრძნობს თავს სახლში ყველა, ვინც მას ალტიჰატში ხვდება.