თათია

თათია მღვდლიაშვილი

ალტიჰატში ყველა რაღაცას (ძალიან კარგად) აკეთებს, მაგრამ თათია ამას ერთდროულად ახერხებს.
ერთ წამს სტუმრებს ხვდება, მეორეს შეშას უკეთებს ღუმელში, იმავე დროს  სამზარეულოში ეხმარება და უცბათ სტუმრებს საუკეთესო ადგილს და ბილლიკს აჩვენებს საუკეთესო ხედებისთვის. თუ სადმე რამის გაკეთებაა საჭირო, ის უკვე გაკეთებულია, რადგან თათია იქ უკვე იყო და გაკეთებულია, ის ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინაა.

და თუ ალტიჰატში ჩანახატების რვეულს, ფანქრების ბღუჯას და დაუმთავრებელ ნახატს შეხვდებით, დიდი ალბათობით, ეს თათიასია.
ნუ დაალაგებთ ის მალევე დაბრუნდება, ხუთ წამში ან ხუთ საათში და იდეა ქაღალდზე ულამაზესად დაიმკვიდრებს საბოლოო ადგილს.

თათია ხელოვნების სტუდენტია და ხატვა მისთვის რჯულის კანონის ტოლფასია. აქტიურმა ველომოყვარულმა, ლაშქრობა ჯერ ახლა აღმოაჩინა, მაგრამ სწორედ ალტიჰატმა შეაყვარა მთები, სადაც ის მიხვდა, რომ მთები  უბრალო ხედი კი არა, ჩვევაა.

თუ ჰკითხავთ, რა უყვარს ყველაზე მეტად ალტიჰატში, გიპასუხებთ რომ, ხალხი: მათი ისტორიები, უცნობები, რომლებიც ერთი ვახშმის შემდეგ მეგობრები ხდებიან. საკმარისია მასთან ცოტა ხანს ისაუბროთ და ან შესანიშნავ საუბარში აღმოჩნდებით, ან მისი მომდევნო ჩანახატის გმირი გახდებით.