სოფო

სოფო ნიკოლაძე

სნოუბორდის, სპლიტ-ბორდის და თხილამურების პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელსაც თოვლიანი ფერდობები გლობალური მასშტაბით აქვს გაკვალული, მისი თავგადასავლები ჯერჯერობით, მოიცავს საქართველოს, ავსტრალიის, საფრანგეთის და ჩინეთის მთებს. (მისი ინტერგალაქტიკური მოგზაურობების და თავგადასავლების  დეტალები სახელმწიფო საიდუმლოა). იგი Freeride World Tour-ის შესარჩევი ტურის მონაწილეა, თუმცა უპირატესობას ყოველთვის მეგობრულ თავგადასავლებს ანიჭებს. ასევე საქართველოს კანიონინგის და სპელეო ფედერაციების წევრი და ბუნების მოყვარულია. საერთაშორისო პროფესიული, პროფესიონალური და აკადემიური გამოცდილებით, არაფორმალური განათლების დიდი მხარდამჭერია. ხალხთან ურთიერთობა მისი მეორე, მთავარი უპირატესობაა. როცა უცხოეთში არ არის, სპლიტ-ბორდით დაუყვება კავკასიონის დათოვლილ მწვერვალებს, გზას კი ყოველთვის და ყველგან წარმატებით პოულობს. სოფი, უგზოუკვლოდ არის ალტიჰათზე შეყვარებული, ამისთვის დამატებითი მიზეზიც აქვს, ის ჩვენი დამფუძნებლის, მამუკა ნიკოლაძის ქალიშვილი, მისი თანამზრახველი თავგადასავალში, და პლანეტა დედამიწის მოქალაქე.