ალტიჰატი 3014 - ვინ ვართ ჩვენ

ალტიჰატი 3014 - ვინ ვართ ჩვენ

„თუ ამას ყველა შეძლებს, მეც შევძლებ; თუ ვერავინ — მაშ, მე უნდა გავაკეთო.“ ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჟინი და ცხოვრებისეული ფილოსოფია, რამაც ალტიჰატი ბუნებისადმი სიყვარულიდან, ჩვენი ქვეყნის და პლანეტის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამოძერწა.
ჩვენ არ ვართ დიდი კორპორაცია, ჩვენ უბრალო მოკვდავი დედამიწელები ვართ საქართველოდან, ოდნავ ექსცენტრიკული, ჯიუტი და ჟინიანი, რომლებიც ალტიჰატის აკვიატებული იდეით მოვინუსხეთ და ერთ დროს შეუძლებელი კონცეფცია რეალობად ვაქციეთ. 
ეს არის ადგილი, რომელიც ბედნიერებასა და პასუხისმგებლობას აერთიანებს, და დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი მოგზაურობა იმ მიზანს, რისი მიღწევისას დატოვებული ნაკვალევი ისტორიაში სწორ მხარეს აღმოჩნდება.
მსუბუქი და მოკლე ნაბიჯებით, გაბედული გადაწყვეტილებებით და საკუთარ თავზე მეტის გაფიქრებით, ჟინით და პასუხისმგებლობით, გვსურს თითოეული დღე ოდნავ უკეთესი გავხადოთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვერასდროს შევხვდებით, მაგრამ ვისთანაც ამ მყიფე და საოცარ პლანეტას ვიზიარებთ.

იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენი მოგზაურობები ხშირად დაუდევრად, დაუფიქრებლად და წინასწარი დაგეგმვის გარეშე, საფრთხეს უქმნის მართლაც მნიშვნელოვან ბუნებრივ გარემოს, ალტიჰატის მიზანიც შესაბამისია - ეს ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ. 
საკუთარი ძალისხმევით ვცდილობთ, ყოველი დღე უფრო მეტად ნათელი და მნიშვნელოვანი გავხადოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება მეორედ არასდროს აღარ შევხვდეთ, მაგრამ ვინც მაინც ჩვენი საერთო მოგზაურობის, უკეთესი და მდგრადი სამყაროს შექმნის განუყრელი ნაწილია.  
ჩვენი პრინციპია: "იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად". იმედია ჩვენს მოქმედებებს თქვენ უკეთ შეაფასებთ და სწორ რჩევებსაც გაგვიზიარებთ.

გალერეა