
ლუკა ქავთარაძე
ნიჭიერი და ლაღი ლუკა, კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტია, რომელმაც 2025 წლის ზაფხული კომფორტული სავარძლებისა და გადაპრანჭული აუდიტორიები, ყაზბეგის სამთო ბილიკებზე და თვალწარმტაც ხედებზე გაცვალა.
იგი 4+ წლიანი 3D პრინტინგის ოსტატი, სოციალური და ციფრული მედიის მართვის და უამრავი უმაგრესი უნარით შეირაღებული ახალგაზრდაა. იქნება ეს კოდინგი თუ სალაშქრო აღჭურვილობის აღკაზმვა, ის ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიური აზროვნება მშვენივრად მუშაობს ალპურ სიმაღლეებზე, ხოლო ნამდვილი ინოვაცია კომფორტში კი არა, სირთულეებში იბადება სწორი განწყობებით, რისთვისაც ყაზბეგის დაუვიწყარი ხედები დამატებითი მოტივატორია.
იგი მორბენალი, მოთხილამურე, მთამსვლელი და ბუნების დიდი გულშემატკივარია და ალტიჰატის გუნდს არა მხოლოდ ხედებით ტკბობისთვის (ან მადონას & კახას ლეგენდარული ალტი ხაჭაპურისთვის) შემოუერთდა, არამედ იმისთვის, რომ სამთო ქოხის მართვის და ბუნების მოყვარული ადამიანებთან ინსპირაციით, მაქსიმალურად მეტი ენერგია და გამოცდილება მიიზიდოს, რასაც სამომავლოდ, ტექნოლოგიურ გარღვევებში გარდაქმნის და კაცობრიობას ბევრად საინტერესო და სასარგებლო ინოვაციებით გაანებივრებს.
რეზი ყენიას(c) ფოტო