კავშირი სამყაროსთან ალპური სიმაღლეებიდან

კავშირი სამყაროსთან ალპური სიმაღლეებიდან

კავშირი სამყაროსთან ალპურ სიმაღლეზე, არა ფუფუნება არამედ უსაფრთხოების მინიმალური და ელემენტარული სტანდარტია, რასაც ალტიჰატი უზრუნველყოფს მაგთიკომთან ერთად.
(c)ალექს ფიჩის ფოტო

იქ, სადაც ბილიკი ცას ერწყმის, კავშირი გარესამყაროსთან მიუწვდომელია და ეს პრობლემა გადაუჭრელი...
ალტიჰატის გუნდმა საკუთარ თავზე აიღო ეს გამოწვევა. ჩვენი თავისუფალი ნებით და პირადი ფინანსებით, 2018 წლიდან, 3,000+ მეტრ სიმაღლეზე აქტიური და პასიური ანტენები დავამონტაჟეთ, მობილური სიგნალი გავაძლიერეთ და გავავრცელეთ აქამდე მიუწვდომელ ადგილებამდე. ამით კი დავაწესეთ უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გავაფართოვეთ სატელეფონო კავშირის დაფარვის ზონა, ალპურ სიმაღლეზე. ეს ყველაფერი სათავგადასავლო ტურიზმის უსაფრთხო, სრულიად ახალ დონეზე აყვანას ემსახურება და უკიდურესად საჭირო ამბავია. რაც დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია, დიახ, "მარტივი, თუმცა იოლი" არ ყოფილა.

მოწყობილობა ალტიჰატის კუთვნილ ტერიტორიაზეა განთავსებული და დღემდე მხოლოდ ალტიჰატის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიით მუშაობს, რაც უზრუნველყოფს ძლიერ სიგნალს, დაცულ მარშრუტს და სიმშვიდეს მაღალმთიან ლოკაციაზე.
ამ სიმაღლეზე კავშირი მხოლოდ ლამაზი ფოტოების და ისტორიების გაზიარებისთვის არაა, ეს არის სიცოცხლის გადარჩენის ელემენტარული აუცილებლობა და უსაფრთხოების ინსტრუმენტი, რაც ალტიჰატმა წარმატებით დანერგა ამ სიმაღლეზე და ინარჩუნებს ყველასათვის.

ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თავგადასავლის მაძიებელთა კავშირს ალპურ სიმაღლეებზე ალტიჰატის დაარსების დღიდან
და ეს ჩვენი პასუხისმგებლობის და ფილოსოფიის ნაწილია.

გალერეა