ლინა

ლინა გორდელაძე

ლინა ჩვენი ლაღი, ხალისიანი და ლამაზი ატმოსფეროს დარაჯი და კეთილი ანგელოზია, იგი ასევე აქტიური ალტი-სტანდარტების დამცველი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდოსტატია. მთლიანად პასუხისმგებელია ალტიჰატში ხალისიანი და დადებითი განწყობის შენარჩუნებაზე. თუ ვინმე გიღიმით ალტიჰატში შემოსვლისას, უდაოდ ლინა შეგეგებათ.
ის ჰარმონიულად და ღიმილიანად მართავს ქოხის პოზიტიურ განწყობას, თუმცა ამ ნაზი და ნათელი ანტურაჟის მიღმა, ასევე მისი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას: რაც წესრიგის, ხარისხის და უბადლო სისუფთავის ზედამხედველობაა, რასაც ლინა უსასრულო სიმშვიდით, ლამაზი ღიმილით და რკინის ხელით, წარმატებით ართმევს თავს.