ნიკოლოზ

ნიკოლოზ ალავიძე

კომპანიის ფინანსური ნავიგატორი და წვეტიანი იდეების უშრეტი წყარო. საბანკო საქმის, კერძო და საჯარო სივრცეში გზააბნეული, თუმცა საქმიანი შემართების და გამოცდილების მქონე დედამიწელი. აქტიურადაა ჩართული კერძო საინვესტიციო ფონდების მართვასა და ბიზნეს კონსულტაციებში, აკვიატებულია გავლენაზე ორიენტირებული და ანგელოზი ინვესტირება-ინვესტორობის იდეით, "ფაქტიურად წერასა ყავს ატანილი".
როდესაც სასტიკი კაპიტალისტური საქმიანობით არაა დაკავებული, დიდი ალბათობით ალტიჰატში დაბოდიალობს (ფიზიკურად ან გონებით), ალტი-ყავის ჭიქით ხელში, ჰორიზონტისკენ მზერით როგორც ჭეშმარიტი მშვილდოსანი, და ახალ იდეებზე ნადირობს ღრუბლებში.