
ალტიჰატი - მეტი, ვიდრე დასასვენებელი ადგილი
42.660271 N, 44.5607431 E
3,014 მ ზღვის დონიდან
ალტიჰატის შექმნისას, ჩვენი მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის პოზიტიური, თუმცა რადიკალური ცვლილება იყო, რაც კავკასიონის განუმეორებელი ხედებით ჟინიანად ტკბობის საშუალებას სულ უფრო მეტ ადამიანს მისცემდა.
ზღვის დონიდან 3,014 მეტრ სიმაღლეზე “სამთო ქოხი” ალტიჰატი, პასუხისმგებლობიანი მიდგომით გთავაზობთ გამორჩეული, დაუვიწყარი და შესანიშნავი გამოცდილების შეგრძნებას.
მდგრადობასა და ინოვაციურობაზე დაფუძნებით, ჩვენი საქმიანობა ეკომეგობრული და პოზიტიური შედეგების მიღწევისკენაა მიმართული. რათა საქართველოს ულამაზესი ბუნებრივი პეიზაჟებით ტკბობა უსაფრთხოდ და ლაზათიანად შეძლოთ; ამასთანავე, გაგიზიაროთ პასუხისმგებლობიანი ტურიზმის იდეა, რომ კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ თქვენი ქვეყნის და პლანეტის სიყვარულზე.
პ.ს.
უახლესი კვლევები, განსაცვიფრებელი აღმოჩენები, დაუსაბუთებელი ჭორები და "ჩჩჩ" სადღეგრძელოს შემდეგ ბახუსდახვეული ფიქრები, რაც არანაირი მეცნიერული კვლევით გამყარებული არაა, მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა და მტკიცებითაც, ალტიჰატი ოფიციალურად წარმოადგენს იდუმალებით მოცული ანატოლე ჟა-ჟა კორდას საცხოვრებლ ადგილს.
ბუნებრივია, ეს მტკიცება გადაუმოწმებელი ფაქტია, გაჩხერილი რეალურ ისტორიულ მისტიციზმსა და კინემატოგრაფიის ხიბლს შორის (დეტალებისთვის იხილეთ უეს ანდერსონის ფილმი „ფინიკიური სქემა“ და თავად დარწმუნდით ამ ფაქტში).
ჩვენ არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ ამ ფაქტს, თუმცა ვეპატიჟებით ყველა ცნობისმოყვარე და კრიტიკულად განწყობილ მოგზაურს, მკვლევარს, სკეპტიკოსსა და თავგადასავლის მაძიებელს, რომ თავად გამოიკვლიოს ეს ამბავი. მობრძანდით ზუსტად 3,014 მეტრზე ზღვის დონიდან, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, შავი ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 270 კმ პირდაპირი დაშორებით, თან იქონიეთ თქენი საყვარელი წიგნი (რომელსაც შემდეგ ალტბიბლიოთეკას შემატებთ).
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ალტიჰატის ადმინისტრაცია არ გადმოგცემთ ხელყუმბარებს თქვენი მობრძანებისას, თუნდაც კვლევის მიზნებისთვის, რომელიც უკავშირდება ზემოხსენებულ ანატოლე ჟა-ჟა კორდას ოფიციალური საცხოვრებლის დადგენის თეორიის დადასტურებას.
გმადლობთ გულისხმიერებისა და თანამშრომლობისთვის.