
მარტინა რამინგ
მარტინა დიდი და მოსიყვარულე შვეიცარიელი გულით, ქართულ საქმეში ბოლომდე ჩართული ადამიანია. ისაა საქართველოზე შეყვარებული და ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, მარტინა წლების განმავლობაში ჩვენს რეგიონში საქმიანობდა და ათობით მნიშვნელოვან ინიციატივას დაუჭირა მხარი და მიიღო უშუალო მონაწილეობა, შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიელი ხალხის სახელით მაღალმთიან რეგიონებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის შექმნაში და ასევე სხვა უამრავ პროექტში. Altihut-ის იდეის გაჩენისთანავე, მარტინა გახდა ჩვენი უძლიერესი მოკავშირე, ის არა მხოლოდ დაინტერესდა ამ შეშლილი პროექტით, არამედ სრულფასოვნად ჩაერთო მის განხორციელებაში, რაც მისი მხარდაჭერისა და გვერდში დგომის გარეშე კიდევ მრავალი წელი განუხორციელებელი დარჩებოდა. დღემდე მისი მხარდაჭერა და ჩართულობა არის ის საფუძველი, რომელზეც ალტიჰატი დგას: მეგობრობა, თანადგომა და საქმის სიყვარულით კეთება.