სტეფანე

სტეფანე წიკლაური

გერგეტის მკვიდრი და სანიმუშო მოქალაქე, სტეფანე წიკლაური ალტიჰატის იდეის მხარდამჭერი და გუნდის წევრი პირველივე დღიდან გახდა, როდესაც მისი უშუალო მონაწილეობით მდინარე ჩხერზე პირველი ხიდი გაკეთდა. ამ დროს ალტიჰატი ჯერ კიდევ შეშლილი იდეა იყო. “ალესანდროს ხიდის” მშენებლობისას, ხიდის ელემენტების ტრანსპორტირებით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მას შემდეგ Altihut-ის მომარაგების ჯაჭვის განუყოფელი ნაწილი გახდა. სტეფანე მაშინ ჩნდება როცა ყველაფერი საჭიროა: პროდუქტები, ინსტრუმენტები, კარგი კამპანია და კარგი ამბები, რითაც ყოველთვის ამარაგებს ალპურ სიმაღლეებს.