
საბრინა დაპორ
უმაგრესი წყვილი იტალიიდან - საბინა და მისი მეუღლე მიქელე, უკვე 25 წელზე მეტია საქართველოსთან მეგობრობენ. მათ ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი გაუზიარეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაშიც მოკრძალებული წვლილი შეაქვთ, ალტიჰატთან პარტნიორობით კი, ეს ისტორია კიდევ უფრო გაამდიდრეს. მიქელე, როგორც მოხალისე სამთო მაშველი იტალიაში, ფლობს უზარმაზარ გამოცდილებას ამ სფეროში და ამ ცოდნას უსასყიდლოდ, დიდი სიყვარულით და თავდადებით უზიარებს ჩვენს ეკოსისტემასაც. ესაა ნამდვილი მეგობრობა და ერთგულება რაც გულიდან მოდის, ესაჭიროება ნება, ძლიერი ძალისხმევა და სიჩუმით, ქარიშხლის გარეშე გაკეთება.