იყავი უკეთესი ვიდრე ხარ

იყავი უკეთესი ვიდრე ხარ

 „და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე; აბა, თუ მიხვდებით, რომელი?  
ყაყაჩო!  არა, ჩქარა ჭკნება!  ენძელა! ნაზია ძალზე… გეორგინი! გაფოფრილია… ვარდი? შაბლონურია… 
აბა რა?  და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი, ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა. და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ…“
გურამ დოჩანაშვილი, სამოსელი პირველი

ალტიჰატი 3014-ის იდეა დაიბადა ბუნებისადმი ღრმა სიყვარულისა და ჩვენი პლანეტის წინაშე გააზრებული პასუხისმგებლობის განცდით.

იგი აერთიანებს თავგადასავლებისკენ სწრაფვასა და ცხოვრების წამიერი სიხარულის შეგრძნებას იმ ცნობიერებასთან, თუ რა კვალს ვტოვებთ ჩვენს უკან, მოგზაურობის დროს. ხშირად სწორედ მოგზაურობისას გვავიწყდება ის, რაც სინამდვილეში მნიშვნელოვანია, და გაუცნობიერებლად უარყოფითი ზემოქმედების რისკსაც ვზრდით. ალტიჰატის მთავარი მიზანია, ამ გავლენის მინიმუმამდე შემცირება.

ჩვენი სურვილია, თითოეული დღე ოდნავ უფრო ნათელი, კეთილი და მნიშვნელოვანი გავხადოთ იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისაც შესაძლოა აღარასოდეს შევხვდეთ, მაგრამ რომელთაც საერთო გზა გვაერთიანებს, გზა უკეთესი და მდგრადი მომავლისკენ.

პ.ს.
ზუსტად ამ სულისკვეტებით, 2016 წელს პირველი პატარა ხიდი მდინარე ჩხერზე ალტიჰატის გუნდმა  ავაშენეთ, და მას „ალესანდროს ხიდი“ ანუ "ბალიხისფერი კაცის" ხიდი ვუწოდ. ხიდის სახელი გურამ დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებით, „სამოსელი პირველი“თ არის შთაგონებული და თავად ბატონი გურამისგან „ნაკურთხი“.
სწორედ ისევე, როგორც „ვასილ კეჟერაძის კარცერ-ლუქსი“, იგივე ალტიჰატის მაღალმთიანი ბიბლიოთეკა.

გალერეა