მატიას

მატიას ჰედიგერი

საერთაშორისო სამთო გიდი და სერტიფიცირებული პარამედიკოსი; შვეიცარიული სამაშველო სამსახურის მეტრი და სუპერგმირი. წლების წინ, როდესაც მათიასი საქართველოში იმყოფებოდა სამთო სამაშველო სწავლების ჩასატარებლად, კავკასიის მთების მონახულებით მოხიბლულს სამთო ქოხის აშენების იდეა გაუჩნდა, და იქამდე "არ მოისვენა", ვიდრე ალტიჰატის მშენებლობაში არ გაუკეთა რეალიზება ამ იდეას.  მისი უშუალო ჩართულობით ეს იდეა რეალობად იქცა, რადგან არცერთი სამშენებლო ელემენტი მათიასის უშუალო მონაწილეობის გარეშე არ დადგმულა 3014 მეტრ სიმაღლეზე. მათიასი ალტიჰატის გარდა, კიდევ უამრავ უმნიშვნელოვანეს პროექტშია ჩართული საქართველოში, და აქტიურად ზრუნავს სამთო სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაზე, შვეიცარიული ხარისხის და სტილის ინფრასტრუქტურის შექმნაზე კავკასიონზე. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა 7 ახალი სამთო ქოხის მშენებლობის პროექტში, ფშავ-თუშეთ-ხევსურეთში.