კახა

კახა ბეროშვილი

კახა მულტისპორტული და მულტიპროფესიული უნარების და კიდევ სხვა უამრავი სუპერძალის მფლობელი ადამიანია. იგი უამრავი ფილოსოფიური ტრაქტატის, ყავის მომზადების ალტიჰატური რეცეპტის და მაღალმთიანი ინჟინერიის საუკეთესო ტრადიციების დამნერგი და ასევე გამორჩეული ჰაიკუს შემქნელია.
მისი შესაძებლობები უსაზღვროა, წყლის მილის და წყლის სისტემის ალპურ სიმაღლეზე გამართვა-გაწყობიდან დაწყებული, მზის ენერგიის დამორჩილება-მოშინაურებით გაგრძელებული... ეს სია უსასრულოა. ხმები დადის რომ კახამ მოწყენილობის ჟამს, რიმანის ჰიპოთეზაც კი ამოხსნა, თუმცა დაეზარა გაზიარება და კაცობრიობას კიდევ ერთი თავსატეხი დაუტოვა "საწვალებლად"(მისი სახასიათო ღიმილით). 
სკიტურის მოყვარული და ამ სპორტის აქტიური მხარდამჭერი, ზამთრის სეზონზე შეუცვლელად დაგხვდებათ ალტიჰატში.