ნისლა ალტილოჯისტიკის გენერალი
ნისლა მარჯვე და ღირსეული ცხენია და იგი ალტიჰატის ლოჯისტიკის დამსახურებული გენერალია.
ჩუმი, მშვიდი და კეთილგონიერი არსება ამაყად უძღვება ამ საპასუხისმგებლო საქმეს და უზრუნველყოფს ალტიჰათის მომარაგებას.
თოვლი, წვიმა თუ ზაფხულის მოულოდნელი სეტყვა, ნისლასთვის და მისი ჯარისთვის დაბრკოლება არასდროს არაა, არ არსებობს რასაც არ გადაივლიან და დატვირთული ხურჯინებით არ მოამარაგებენ ალტიჰატს. უკანა გზაზე კი შეგროვილ ნარჩენებს გაიყოლებენ.
ყავის მარცვლებით დაწყებული, მზის პანელებით გაგრძელებული და რაც უმთავრესია ალპურ ტერიტორიაზე შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება ბარში, ნისლა და მისი გუნდი პატიოსნად უძღვება ამ საპასუხისმგებლო საქმეს, სადაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ამ იდილიაში, რაც თქვენ გელოდებათ ალტიჰატში.