ლევან გოგიტაური
ლევანი სოციალური მედიის და კონტენტის (დიდ)ოსტატია. იგი ალტიჰატის გუნდის ჭეშმარიტად მშვიდი, კრეატიული და მახვილი თვალია, რომელიც ჰეშტეგების ქარიშხლების და ალპური თქმულებების გადმოცემის ენერგიული მთხრობელი, და იმ დაუვიწყარი ამბების ჟამთამღრიცველია, რაც უბრალო მოკვდავთა თვალს აღტაცებით იზიდავს.
როგორც ალტისოცმედია სამყაროს კურატორი, ისაა პასუხისმგებელი ჩვენი ციფრული სამყაროს თავდაჯერებულად, ენერგიულად და მიზანმიმართულად შექმნასა და მართვაზე. იქნება ეს მზის ამოსვლა, კავკასიური დიდი ხუთეულის ჩიტები, თუ ხუმრობანარევი პოსტი ნარჩენების მართვაზე. ლევანმა ზუსტად იცის, როგორ მიაწოდოს სამყაროს ალტიჰატური ამბები პიქსელურ-ციფრულ ესპერანტოს ენაზე.
ცალკე და განსაკუთრებულად კი აღსანიშნავია მისი კიდევ ერთი უნიკალური უნარი, საოცარი სიმშვიდით (და სიბრძნით) განუდგეს და აარიდოს თავი ალტიჰატის "ზოგიერთი" დამფუძნებლის, “განსაკუთრებულად (შ)კრეატიული” იდეების სოციალურ მედიაში რეალიზებას, რისი კეთებაც პრაქტიკულად ყოველდღიურად უწევს და შესაბამისად, კაცობრიობას კიდევ ერთი განსაცდელისგან იცავს.