დათუნა

დათუნა ალავიძე

"ძმაბიჭებში" ცნობილი როგორც „ფროდო" (ჯ.რ.რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის ჰობიტ-გმირის საპატივცემულოდ), დახვეწილი იუმორით, შეუპოვარი, მიზანდასახული, მამაცი და მებრძოლი ხასიათით.

"როდესაც მამამ პირველად ალტიჰატში დაპატიჟა, 13 წლის იყო. ყინულის ლოდი კი არა, გერგეთის მყინვარი მოინახულა პირველად, თუმცა მაშინ არც უფიქრია, რომ ოდესმე ამ ადგილას დაბრუნება მოუნდებოდა."

გაივლის რამდენიმე წელი და გადაწყვეტს გახდეს მხატვარი. არა უბრალოდ მხატვარი, არამედ დიდი მხატვარი, შემოქმედი, რისთვისაც ძალიან ბევრს იმუშავებს და სახლში ყველა კედელს გამურავს ნახშირით. დიახ, ნახშირით, რაც მისი საყვარელი სახატავი ინსტრუმენტია. 
და სანამ ცხოვრება მას ახალ გამოწვევას შესთავაზებს და ახალ გასამურ კედლებს, და სასწავლებლად უცხო ქვეყანაში გაემგზავრება, ის თავიდან აღმოაჩენს ალტიჰატს. ამჯერად უკვე დაღვინებული და უშველებელი შთაბეჭდილებებით. 
და ასე გახდა ნამდვილი ალტიჰატელი, 3000+ მეტრის მცველების გუნდის განუყოფელი ნაწილი.

ფროდოსავით მიზანდასახული, მამაცი და შეუპოვარი ჰობიტები ყოველთვის პოულობენ გზას მთაში დასაბრუნებლად და დიდი საქმეების გასაკეთებლად.