მთავარია განწყობა და არა სიმაღლე
16 სექტემბერი 2025

მთავარია განწყობა და არა სიმაღლე

(ანუ მთავარია ჟინი და არა სირთულეები) 

    “Virtus, Cupido!  non Altitudo”
„მწვერვალზე საკუთარი დროშის ასაფრიალებლად კი არა, არამედ ადი იმისთვის, რომ გამოწვევას შეეგებო, სუფთა ჰაერი ისუნთქო და ხედით დატკბე. მთებს მიაშურე იმისთვის, რომ დაინახო სამყარო, და არა იმისთვის, რომ სამყარომ დაგინახოს შენ.“ - დევიდ მაკკულოგი

ხშირად გვეკითხებიან, „რა არის ყველაზე რთული, როცა ზღვის დონიდან 3,014 მეტრზე ხარ?“ გაიშვიათებული ჟანგბადი, ციცაბო აღმართები თუ გაუთვალისწინებელი და ცვლადი ამინდი?

ჩვენი ღიმილიანი პასუხია - „არც ერთი, ყველაზე რთული გამოწვევაა კარგ ხასიათზე ყოფნა, მაშინაც კი როცა ყავა უფრო სწრაფად ცივდება, ვიდრე მის დალევას ასწრებ (განსაკუთრებით ცხელი ყავის მოყვარული თუ ხარ).“

სწორედ ესაა ჩვენი დევიზის არსი - „მთავარია განწყობა და არა სიმაღლე.“

“მათემატიკა ყოველთვის არაა ზუსტი მეცნიერება”, ანუ რიცხვები მთავარი არაა, რადგან სიმაღლე მხოლოდ რიცხვია, სტატიკურად ასახული ჩვენს ცნობიერებაში. 3,014 მეტრი ზღვის დონიდან შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ მხოლოდ ციფრები ვერ, და არ ააშენებს საზოგადოების ცნობიერებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას, არ იცავს ბუნებას და ვერ შთააგონებს საზოგადოებას უკეთესი ცვლილებისკენ სწრაფვას. ეს და სხვა მნიშვნელოვანი, კაცობრიობის განვითარებისთვის საჭირო მუხტის შექმნა, მხოლოდ განწყობას და ჟინს შეუძლია.

სწორედ მზრუნველობა, ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი მიდგომა, მამაცი, პრინციპული და ჟინიანი გადაწყვეტილებები გადააქცევს უბრალო მთის ქოხს მდგრადობის, განვითარების კულტურისა და ახალი ეკოსისტემის შექმნის კატალიზატორად.

მთა ახალი შესაძლებლობებისთვის
ალტიჰატში მთას ბარიერად არ ვხედავთ. ასევე პრინციპულად ვაპროტესტებთ გამოთქმას “მთის დაპყრობა”, ზოგადად დაპყრობა არაფრის არ გვინდა და მითუმეტეს მთას და მწვერვალის, არც მთის დაკნინება გვინდა ამ გამოთქმით და არც არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობთ სიმაღლის დაძლევისას. მთები საკუთარ სილამაზეს გვიზიარებენ და მნიშვნელოვანია ჩვენც პოზიტიურად მიუდგეთ ამ ჯილოდოს, რაც დიდი შრომის შემდეგ, მწვერვალზე ასვლით გვირგვინდება.
ჩვენ მთას და მწვერვალის დაძლევას ახალ შესაძლებლობად და ინსპირაციად ვხედავთ. ესაა ახალი და მძალავრი კავშირი ადამიანებს და ახალ შეშლილ და მნიშვნელოვან იდეებს შორის, ბუნებასთან პასუხისმგებლობის გააზრებით და ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

კეთილი და კარგი საქმის კეთების ჟინი მწვერვალებზე მაღლა დგას. პატარა საქმეები, როგორიცაა ნაგვის ჩამოტანა, პატარა ნაბიჯებით მუდმივი წინსვლა და სასიამოვნო ისტორიების გაზიარება უცნობებთან, მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერი მწვერვალის პიკზე ასვლას და იქიდან ამაყი “სელფების” გამოფენას.

ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით, არც ევერესტს და არც მონბლანს. ჩვენ გულგრილობას და ინდეფერენტულობას ვებრძვით. ამას, მიზანდასახულად, იუმორით და გადაჭრით ვაკეთებთ  ზღვის დონიდან 3,014 მეტრზე. 
ამიტომ, როცა ალტიჰატში მოხვდებით, ნუ მოინდომებთ თქვენი მიღწევების და გამოცდილების  გაზომვას, არამედ გაუზიარეთ სასიამოვნო განწყობა და პოზიტივი სხვებს, თუნდაც თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანებს ვისაც მთაში შეხვდებით.

როგორც იტყოდნენ “ძველები” – “ადგილი არ აცხონებს ადამიანს”.

სიმაღლეს და ნებისმიერ ადგილს, შინაარსს და აზრს სწორედ განწყობა ანიჭებს. საქმე არ ეხება ციფრებს, კუნთებს, მძიმე წონის აწევას ან ოლიმპიურ მედლებს. საქმე ეხება სიყვარულს, ადამიანების და ბუნების პატივისცემას, შეგნებას და ცვლილების სურვილს თანაგრძნობით, მიზანდასახულობით, ხედვით და რაც მთავარია ჟინით.

ეს არის ალტიჰატის სულისკვეთებაც.