ალპური სრიალის (სკიტურის) სეზონი ოფიციალურად იხსნება 2026 წლის თებერვლიდან
ზამთარი კარს მოგვადგა და მასთან ერთად ყველაზე საოცარი სეზონი, სკიტური ყაზბეგის გარშემო.
ალტიჰატის იდეა მხოლოდ მთის თავშესაფარით არ დაბადებულა და არც ამით არ შემოსაზღვრულა არასდროს. ეს მთელი ფილოსოფიაა. ფილოსოფია თავისუფლების, მეგობრობის, სიმშვიდის და ბუნების მიმართ პატივისცემის გამოხატვის.
ეს ის ადგილია სადაც იკრიბებიან სპორტსმენები, მთამსვლელები, მწერლები, მეცნიერები და ყველა ის ლაღი ადამიანი, ვისაც რეალური თავგადასავალი და პოზიტიური განწყობის გაზიარება ხიბლავს.
შესაბამისად არც ეს სეზონია გამონაკლისი.
სკიტური მთელს მსოფლიოში სწრაფად იზრდება და პირველი არჩევანია მათთვის, ვინც აღარ ეძებს გადაჭედილ საბაგიროებსა და ხმაურიან კურორტებს, ვინც ველურ ქედებს, გაუკვალავ თოვლს და საკუთარი ძალით მიღებულ ბედნიერებას ანიჭებს უპირატესობას.
კავკასიონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა გლობალურ სკიტურის რუკაზე და წლიდან წლამდე იზრდება მისი პოპულარობა. და ჩვენც ვცდილობთ ამ ამბავში მცირე წვლილის შეტანას.
გასულ სეზონზე ალტიჰატმა 15-ზე მეტ ქვეყნიდან უმასპინძლა თავგადასავლების მაძიებლებს, ვინც სპეციალურად ყაზბეგის სკიტურისთვის ჩამოვიდა საქართველოში.
წელს კიდევ უფრო მეტ საინტერესო და აქტიურ ადამიანს ველოდებით, ვინც ჭეშმარიტ და ავთენტური ალპურ გამოცდილებასა და პასუხისმგებლობიანი მოგზაურობას ანიჭებს უპირატესობას.
და ერთი მცირე, თუმცა დიდებული სიახლე!
სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მცირე მხარდაჭერით და მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ძალისხმევით, მიღწეული დიდი შედეგი - საქართველო ოფიციალურად გახდა SKIMO ოჯახის ნაწილი.
დიახ, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია გახდა ISMF-ის (International Ski Mountaineering Federation) სრულფასოვანი წევრი, ეს კი თავის მხრივ დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი ნაბიჯია სპორტის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში და მაღალ მხარჯველი ტურიზმის განვითარებისათვის წინ გადადგმნული ძლიერი ნაბიჯია.
რა თქმა უნდა ყველაფერთან ერთად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობა 2026 წელსაც გრძელდება. ახალ სეზონზე ალტიჰატი ორ გამორჩეულ და გამოჩენილ საერთაშორისო გიდს და გამყოლს უმასპინძლებს:
1. პიტერ შიონი
პიტერთან ერთად შექმნილი 8-დღიანი ალპური სრიალის სპეციალური ტური, ალტიჰატის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია და განკუთვნილია მათთვის, ვინც მზადაა გრძელი სასრიალო სიამოვნებისათვის, ტექნიკური ასვლებისა და დაშვებებისთვის. ეს დიდი შესაძლებლობაა პირველი დიდი დაშვებებისათვის გამოცდილ პროფესიონალთან ერთად.
2. მათიას ჰედიგერი
ჩვენი მეგობარი და ალტიჰატის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მათიას ჰედიგერი ISMF-ის სერტიფიცირებული გიდი და გამყოლია უდიდესი გამოცდილებით.
იგი ასევე გამოცდილი სამთო მაშველი და პარამედიკოსია და წელს შემოგვთავაზებს და გაუძღვება ტურებს, სპეციალურად შვეიცარიიდან ჩამომსვლელი სტუმრებისთვის.
მოემზადეთ მარტივად, არაა საჭირო ზედმეტი ბარგი, გადამეტებული და ძვირი ავიაბილეთები მათთის ვინც საქართველოში სხვა ქვეყნიდან მოდის, ან დამატებით ძვირი აღჭურვილობის შეძენა ვინც სკიტურში პირველი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
შესაბამისი, უმაღესი ხარისხის აღჭურვილობა წინასწარ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თბილისში, ჩვენს პარტნიორ კომპანია ემპლუსში, სადაც სრულყოფილად აღგვჭურავენ და კარგად დაგაკვალიანებენ.
განეწყეთ მსუბუქად. სტრესის გარეშე. ზედმეტი წონის და გადამეტებული ბიუჯეტის გარეშე.
ყაზბეგი გელოდებათ. თოვლი შეკვეთილია და ფაფუკი გაუკვალავი სრიალი გარანტირებული დედამიწის და საქართველოს საუკეთესო გიდებთან და გამყოლებთან ერთად.
2026 წლის სკიტურის სეზონი ოფიციალურად თებერვლიდან გაიხსნება, ამ დრომდე კი არ დაგავიწყდეთ შესაბამისი ჯავშნის გაკეთება ალტიჰატში.
მთავარია განწყობა და არა სიმაღლე. Attitude, not Altitude.