
მადონა კინწმარიშვილი
მადონა ალტიჰატის სამზარეულოს ქალღმერთი და პოზიტიური ენერგიის უშრეტი წყაროა. რა გასაკვრია, რამეთუ ჭეშმარტი გურულია და თვალსაჩინოდ განასახიერებს საქართველოს ამ ულამაზესი მხარის განსაკუთრებულ ხასიათს, იუმორს, ენერგიას და ტემპერამენტს. ალტიჰატის მთელ გუნდზე, როგორც შვილებზე ისე ზრუნავს დიდი სითბოთი და სიყვარულით, იგი ზაფხულის სეზონის უმეტეს ნაწილს მთაში ატარებს რაც ჩვენი სტუმრების კომფორტული და უზრუნველი დასვენების გარანტიაა.
მთების, ბუნების და (ალტი)ოჯახის სიყვარულთან ერთად, მადონა ასევე დიდოსტატურად ფლობს ქარგვის და ქსოვის განსაკუთრებულ უნარებს, ისეთი ტემპით, როგორც მხოლოდ გურიაში იციან. თუ ოდესმე მიშლენი ვარსკვლავების ახალ ნომინაციას შემოიღებს “მაღალმთიანი სიმყუდროვისთვის”, დიდი შანსია, რომ მადონა ამ ჯილდოს და სტატუსის პირველი მფლობელი გახდება.