
„დედამიწა ერთადერთია, რაც ყველას გვაქვს საერთო " ვენდელ ბერი
ჩვენმა საერთო პლანეტა დედამიწამ, მრავალ მილიარდ წლიანი ეპოპეის განმავლობაში უამრავი რამის ნახვა მოასწრო. დინოზავრებიდან დაწყებული, Homo erectus-ისა და Homo habilis-ით გაგრძელებული უძველეს ადამიანურ წინაპართა წარმოუდგენელი ხვედრით, რომლებმაც ჩვენი, ამჟამინდელი განვითარების საფუძველი ჩაყარეს. მაგრამ გეოლოგიურ ვიბრაციაში, ეს პერიოდი არაფერია და სულ რაღაც ორი უკანასკნელი საუკუნე, კაცობრიობამ გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბით, უპრეცედენტო ზომამდე გაზარდა.
კლიმატის შემსწავლელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გლობალური ტემპერატურა 2050 წლისთვის შესაძლოა 2 °C-ით გაიზარდოს. გარდაუვალი ცვლილება, რომელიც ემუქრება დედამიწის ყველა ეკოსისტემას. ამ პროცესს არ გააჩნია გამორჩეული რეგიონი, მათ შორის არც საქართველო და მთლიანი კავკასიონია. ყინულის მასივების დამთრგუნველი უკუსვლა ყოველი დღე მატულობს და საგანგაშო ფორმას აღწევს; კლიმატის ცვლილებაზე თავის არიდების, ფართოდ დახუჭული თვალებით მზერა და “ჯადოსნური” მოგვარების გზების ძიება უბრალოდ არ არსებობს და დანაშაულია.
ექსპედია, სახელად “მთვლემარე გველეშაპი”, და ამ ექსპედიციის ამსახველი, 1998 წლის დოკუმენტური ფილმი, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ რეალობას. ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, სანამ ეს უძველესი ყინულის გიგანტები საბოლოოდ არ გაქრებიან.
1998 წლის ეს ფილმი, ალტიჰათის დამფუძნებლის, მამუკა ნიკოლაძის ინიციატივით ყაზბეგის ფერდობებზე ჩატარებული ექსპედიციის ვიდეო მატიანეა. აუცილებლად გირჩევთ იხილოთ და დაფიქრდეთ, დრო ძალიან სწრაფად გადის...