
თქვენი კომფორტი 3014 მეტრ სიმაღლეზე
3 014 მ–ზე, მაღალი ხარისხის ინგრედიენტების მოწოდება რთული, კომპლექსური და თითქმის შეუძლებელი ამოცანაა, რომელსაც დიდი მონდომებით ვუმკლავდებით. კომპლექსური სატრანსპორტო ჯაჭვი მოიცავს ადამიანების, ტექნიკის და ოთხფეხა მეგობრების კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას. ტრანსპორტირების ბოლო ეტაპი, რაც სოფელ გერგეტიდან ალტიჰატამდე, 6 კილომეტრის დისტანციას და ვერტიკალური 1000 მეტრის სიმაღლის დაძლევას საჭიროებს. ამ დავალებას, ნისლა და ალუმინა - სტეფანე წიკლაურის ცხენები ახორციელებენ. ამ გზით ხვდება ალტიჰატში თქვენთვის მაღალხარისხიანი და ახალი პროდუქტი, რისი დიდ ნაწილიც ადგილობრივ ფერმერებთან, გარშემო სოფლებშია სათუთად შეგროვებული. ნისლა და ალუმინა კი ამ სიმაღლეზე შეგროვილ ნარჩენს უკან, გერგეტში ეზიდება საბოლოო გადამუშავებისათვის.
ასევე, თქვენი სუფთა თეთრეული ყოველდღე ირეცხება სოფელ გერგეთში, და ისევ იგივე წყვილი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. ხოლო ფუმფულა, ორგანული მატყლის მატრასები, სიყვარულით იქნა დამზადებული გორში, დევნილი ოსტატების მიერ, ვინც სამწუხაროდ ღრუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდნენ და იძულებით დატოვეს მათი საცხოვრებელი.
მშვიდად იყავით: მომარაგების პროცესში არც ერთი ცხოველი, ადამიანი ან უკმაყოფილო ვოგონი არ დაზარალებულა და თქვენი ვახშამი, საუკეთესო და პასუხისმგებლობიანი მიდგომით არის მომზადებული ალტი რეცეპტებით.