როდესაც მთელი სამყარო ჩვენ გვიყურებს
26 მარტი 2026

როდესაც მთელი სამყარო ჩვენ გვიყურებს

სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ ამბავი, თუ როგორ იქცა ალტიჰატის ახალი ქოხების პროექტის STIPFOLD-ის მიერ შექმნილი კონცეპცია და დიზაინი გლობალურ სასაუბრო თემად.
გლობალური გამოცემები, ორი ქართული კომპანიის მაგალითზე აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ როგორი შეილება იყოს იყოს პასუხისმგებლობიანი არქიტექტურა თანამედროვე სამყაროში, ცის კიდეზე, გლობალური მასშტაბით.

ჩვენი სურვილი ყოველთვის არის ვაკეთოთ ის რაც მომავალ თაობებს აღაფრთხოვანებს და ბუნებრივ გარემოსთან გულწრფელად იქნება შერწყმული. როდესაც პირველად ალტიჰატის ახალი პროექტის კონცეფცია გავაზიარეთ, რაც პატარა, მყუდრო და კომფორტული თავშესაფარია, შექმნილი არქიტექტურული სტუდია STIPFOLD-ის მიერ, ვფიქრობდით, რომ ალტიჰატის გულშემატკივრები ნამდვილად დააფასებდნენ ამ ამბავს, მაგრამ საერთოდ არ გვიფიქრია იმაზე, რომ ეს კონცეფცია დაუყოვნებლივ გლობალურ ინტერსს მიიზიდავდა და ასეთი დადებითი გამოხმაურებებით დაგვირგვინდებოდა, როგორც მივიღეთ იაპონიიდან, ბრაზილიიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან, პორტუგალიიდან და ხორვატიიდან, ჩინეთიდან და ა.შ. გლობალური მკითხველების აღფრთოვანება და დადებითი ინტერესი არ წყდება. ამას ნამდვილად არ ველოდით, თუმცა ფაქტმა უზომოდ გაგავახარა და გაგვიზარდა პასუხისმგებლობაც.

ალტიჰატის ეს პატარა ქოხები ჩაფიქრებულია როგორც მთავარი ქოხის ფილოსოფიის ბუნებრივი გაგრძელება, არა დამოუკიდებელი პროექტი, არამედ იმავე ეკოსისტემის განვითარების ნაწილი, რაც ალტიჰატმა უკვე შექმნა ამ სიმაღლეზე. ესაა შესაძლებლობა ბუნებაში სტუმრობა ოჯახებმა და მეგობრებმა ისე დაგეგმონ რომ ბუნება არ დააზიანონ და სანაცვლოთ სრული კომფორტით შეიგრძნონ მისი დიადი სილამაზე.

STIPFOLD ამ ამოცანას მთავარი იდეით მიუდგა, ისე განალაგა სამთო ქოხები, თითქოს ყოველთვის იქ იყვნენ. შედეგად კომპაქტური, 50 მ² თავშესაფარი, რომლის ბოჭკოვანი ბეტონის გარსი დროთა განმავლობაში ბუნებრივად დაძველდება და ლანდშაფტს შეერწყმება. ინტერიერში კი ისევ ხე შექმნის თბილ, მკაცრ და მყუდრო გარემოს, დიდი მინის ვიტრაჟი კი ხედს და ლანდშაფტს ინტერიერის მთავარ ელემენტად აქცევს.

„არქიტექტურა მხოლოდ თავად მთის არსებობის ჩარჩოს ქმნის." ესაა STIPFOLD, საპროექტო განცხადება.

ოთხ კონტინენტზე გავრცელებულმა გამოცემებმა ეს კონცეფცია აქტიურად და პოზიტიურად გააშუქეს. არა როგორც სიახლე, არამედ როგორც განცხადება იმის შესახებ, რისკენ უნდა ისწრაფოდეს არქიტექტურა. Designboom-იდან და My Modern Met-იდან იაპონიის Pen Magazine-მდე, იტალიური Art Vibes-მდე და ხორვატიული InDezajn-მდე, საუბარი გლობალური აქცენტებით მიმდინარეობს საქართველოზე.

რა თქმა უნდა ეს ფაქტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ალტიჰატში ყოველთვის ჯიუტად გვწამს, რომ გავლენა და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთის საპირისპირო არ არის, ბუნება უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტული მოხმარებით განსაზღვრლი ლოგიკა და მოთხოვნა.
STIPFOLD ამ გზაზე განსაკუთრებული შემოქმედებითი პარტნიორია, მათთვის „თითოეული ქოხი ჩაფიქრებულია, როგორც ბუნების გაგრძელება და არა მასში განთავსებული ობიექტი."  

პატარა ნაბიჯებით, წინ....
პროექტი ამჟამად საპროექტო განვითარების პროცესშია. მიმდინარეობს ყველა დეტალის გააზრება და მასალების შერჩევა სიფრთხილით. ინტერიერი საბოლოოდ შვეიცარიაში, ვილში, მომზადდება ჩვენი პარტნიორის შტეფან მიულერის უძლიერესი გუნდის მიერ, იმ გამორჩეული შვეიცარიული კომპანიის, რომელმაც AltiHut 3014 ააგო.