How high is Kazbegi Mountain?
In the summer of 2018, the first European-style mountain hut in Georgia and in Caucasus, “Altihut 3014” was constructed and started operation. Situated at an altitude of 3,014 meters above sea level, it has since welcomed numerous international and local visitors. During their stay, almost all guests had the same question: What is the actual height of Mount Kazbek?
Unfortunately, we have not been able to provide a definitive answer, as existing resources report two official measurements. Even consultations with relevant specialists have failed to yield a consistent or substantiated response. During our further exploration of this matter, we uncovered the history of measuring the peak’s altitude. The first measurement dates back to the 1960s, followed by an unofficial re-measurement in the 1980s. However, these two measurements differ: 5,033.8 meters and 5,047 meters above sea level, respectively.
Thus, the idea emerged to accurately determine and measure the true height of Georgia’s most popular peak. Once and for all! The concept was initiated by David Chichinadze, a founding partner of Altihut 3014, and under his leadership, consultations regarding the idea began in April of 2018. In the early stages, the newly established “Caucasus Ski Touring Network” joined the discussions, immediately endorsing the initiative. Shortly thereafter, plans for a measurement expedition were finalized.
Mount Kazbek holds significant touristic importance in Georgia, ranking as the fifth-highest peak in the Caucasus and Europe. Determining its precise altitude is undoubtedly a matter of great importance.
The expedition was scheduled for May 26, 2019, symbolically aligning with Georgia’s Independence Day, to mark the precise measurement of the peak’s height on this significant date. The team consisted of professional and experienced mountaineers, as well as specialists in Geographic Information Systems (GIS). The members of the expedition were: David Chichinadze, George Gotsiridze, Giorgi Shengelia, Nino Kiviladze, Giorgi Tsiskaridze and Nika Lebanidze; accompanying the expedition were two invited journalists Andrew North from The Guardian and Rati Amaglobeli from National Geographic Georgia.
Due to unfavorable weather conditions, the ascent to Mount Kazbek and data collection were only completed on May 27. Subsequently, the data was processed and compared with the elevation model of the National Public Registry. Following the refinement and official confirmation of the exact measurements, the new altitude – 5,054 meters above sea level – was officially registered in the relevant registry in July 2019.
Every participant in the expedition played a vital role, with responsibilities distributed equally. However, it must be emphasized, that without MagtiCom and their reliable signal, the height measurement would not have been possible. This success is largely credited to two individuals, Mr. Giorgi Shengelia and Mr. Giorgi Tsiskaridze. Notably, these individuals were also instrumental in ensuring high-quality mobile connectivity at this altitude, enabling seamless communication from Altihut 3014, Since 2018, thanks to this network, Altihut has facilitated ten successful rescue operations in 2018 and since then, this place has become more safe and secure for the tourists and visitors.
After refining the concept, the expedition gained numerous key supporters without whom this project could not have achieved such high standards. We are particularly pleased that several successful Georgian companies made significant contributions, both directly and through sponsorship.
- National Agency of Public Registry
- Georgian National Tourism Administration
- National Geographic Magazine – Georgia
- Altitude – Altihut 3014
- Geographic
- Terragraphics
- Geoland
- Kazbegi Helicopters
- Bethlehem Hut
- MagtiCom
- JSC Georgian Beer Company (Zedazeni)
- JSC Sakcable and Schneider Electric
- LLC Caparol
- Mogzauri, Mogzauri+ and MPlus
We are proud to have collaborated with such accomplished professionals, whose direct involvement made this important project a reality. Now, the focus shifts to other high-altitude points, of which Georgia has an abundance. This process will significantly enhance the visibility of our country’s tourism potential, particularly in the development of cultural and adventure tourism.
რა სიმაღლისაა სინამდვილეში მყინვარწვერი?
2018 წლის ზაფხულში აშენდა და ფუნქციონირება დაიწყო საქართველოში და ზოგადად კავკასიაში პირველმა ევროპული ტიპის სამთო თავშესაფარმა “ალტიჰათი”, რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღეზე. მას შემდეგ ჩვენ უკვე მრავალი უცხოელი და ადგილობრივი სტუმარი მივიღეთ. სტუმრობისას კი თითქმის ყველა გვეკითხებოდა რა სიმაღლისაა სინამდვილეში მყინვარწვერი? სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონდა ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი, რადგანაც არსებული რესურსების მიხედვით 2 განსხვავებული ოფიციალური მონაცემი იყო გავრცელებული, სამწუხაროდ ვერც შესაბამისი სპეციალისტებისაგან ვერ მივიღეთ დასაბუთებული და ერთგვაროვანი პასუხი. საკითხის მეტი შესწავლის პროცესში, გაირკვა მწვერვალის აზომვის ისტორია, ეს პირველად მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მოხდა, ასევე არაოფიციალურად განმეორებით აიზომა 80-იან წლებში, თუმცა ეს ორი მონაცემი ერთმანეთისაგან განსხვავებულია: 5,033.8 და 5,047 მეტრი ზღვის დონიდან, შესაბამისად.
სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული მწვერვალის რეალური სიმაღლე აზომილიყო, რომ დადგენილიყო შესაბამისი სიმაღლე. იდეის ავტორი უშუალდ დავით ჭიჭინაძეა, რომელიც ალტიჰათის დამფუძნებელი პარტნიორია. მისი ინიციატივით 2019 წლის აპრილში დაიწყო კონსულტაციები იდეის გარშემო სადაც პირველივე ეტაპზე ჩაერთო ახლად ჩამოყალიბებული “კავკასიის სკი-ტურინგის ქსელი”, რომელთაგანაც დაუყოვნებლივ მოხდა იდეის მხარდაჭერა და დაიგეგმა აზომვის ექსპედიცია.
მოგეხსენებათ, მყინვარწვერი საქართველოში ტურისტულად ყველაზე მნიშვნელოვანი მწვერვალია, ასევე კავკასიაში და ევროპაში მეხუთე უმაღლესი წერტილია და უდაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ცნობილი იყოს მისი ზუსტი სიმაღლე.
ექსპედიცია 2019 წლის 26 მაისს ჩაინიშნა, რაც სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დავამთხვიეთ, რათა ზუსტად ამ მნიშნელოვან დღეს მომხდარიყო მწვერვალის ზუსტი სიმაღლის აღება. ექსპედიცია დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი და გამოცდილი ალპინისტებით და გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტებით, ექსპედიციის წევრები იყვნენ: დავით ჭიჭინაძე, გიორგი გოცირიძე, გიორგი შენგელია, ნინო კივილაძე, ნიკა ლებანიძე და გიორგი ცისკარიძიე. ასევე ექსპედიციის მიმდინარეობისას თან გვახლდა ორი მოწვეული ჟურნალისტი, ბრიტანული გამომცემლობა გარდიანიდან ენდრიუ ნორთი და რატი ამაღლობელი National Geographic საქართველოდან. სამწუხაროდ უამინდობის გამო მინვარწვერზე ასვლა და მონაცემების აღება მხოლოდ 27 მაისს მოხერხდა. მოგვიანებით მოხდა მონაცემების გადამუშავება და საბოლოოდ საჯარო რეესტრის სასიმაღლო მოდელთან შედარება; ხოლო ზუსტი მონაცემების დამუშავების და ოფიციალურად დადასტირების შემდეგ, 2019 წლის ივლისში ოფიციალურად დარეგისტრირდა მწვერვალის სიმაღლე შესაბამის რეესტრში – ზღვის დონიდან 5,054 მეტრი.
ექსპედიციაში და აზომვის პროცესში თითოეული მონაწილეს როლი აღსანიშნავია, რაც ყველაზე თანაბრადაა გადანაწილებული, თუმცა ხაზგასასმელი და განსაკუთრებით გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ არა მაგთიკომი და მათი სიგნალი, სიმაღლის აზომვა ვერ მოხდებოდა, ამაში კი უშუალოდ ორი ადამინის ბატონების გიორგი შენგელიას და გიორგი ცისკარიძის პირადი დამსახურებაა, სხვათა შორის ამ ადამიანებთანაა დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ ახლა ამ სიმაღლეზე გამართული და უმაღლესი ხარისხის მობილური კავშირი ფუნქციონირებს ალტიჰათის მახლობლად. 2018 წელს, მხოლოდ ამ კავშირის არსებობის გამო 10 წარმატებული სამაშველო ღონიძიება ჩატარდა.
იდეის კარგად დამუშავების შემდეგ, ექსპედიციას ბევრი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი შემოუერთდა, რომელთა გარეშე ეს პროექტი ხარისხიანად ვერ შედგებოდა, ძალიან გვიხარია რომ ამ პროექტში წარმატებულმა ქართულმა კომპანიებმა პირდაპირი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ესენია:
– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
– საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
– National Geographic Magazine – საქართველო
– ალტიტუდა – ალტიჰათი 3014
– გეოგრაფიკი
– ტერაგრაფიკი
– ჯეოლენდი
– ყაზბეგი-ჰელიკოპტერსი
– ბეთლემის ქოხი
– მაგთიკომი
– სს „ქართული ლუდის კომპანია” ზედაზენი
– სს საქკაბელი და შნეიდერ ელექტრიკი
– შპს კაპაროლი
– მოგზაური, და ემპლუსი
ყველა მონაწილე, წარმატებულია თავის დარგში და მოხარულები ვართ, რომ მათი უშუალო ჩართულობით მოგვეცა საშალება რომ ეს მნიშვნელოვანი საქმე შემდგარიყო, ახლა კი ჯერი სხვა მაღალ წერტილებზეა რაც საქართველოში უხვად გვაქვს.
ეს პროცესი მაქსიმალურად დაგვეხმარება რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ცნობადობა, განსაკუთრებით კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის.
Leave a Reply