Altihut

2020 წლის სოციალური ანგარიში

ძვირფასო გულშემატკივრებო და პლანეტა დედამიწის მკვიდრებო. გვინდა მოკლე სოციალური ანგარიში მოგახსენოთ ალტიჰატის 2020 წლის გამოწვევებით სავსე სეზონიდან გამომდინარე.

როგორც მოგეხსნებათ, ალტიჰატი 3014, რომელიც შპს ალტიტუდამ შექმნა, პირველ რიგში, არის სოციალური პროექტი, რისი აღიარებაც 2019 წელს, საქართველოში, ყველაზე პასუხისმგებლობიანი SME კომპანიის სტატუსის მიღება იყო, მელიორა 2019 მიერ. რაც შეეხება 2020 წლის ანგარიშს.

სამწუხაროდ წლის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა, პირდაპირ ნეგატიურად იმოქმედა ალტიჰატის საქმიანობაზე, გაუქმდა 200-მდე დასავლეთ-ევროპული ჯავშანი როგორც 2020 წლის ზამთრის პერიოდში, სკი ტურის, ასევე აქტიური ზაფხულის სეზონზე. მიუხედავად შექმნილი ფორს-მაჟორული ვითარებისა, ალტიჰატმა სრულად უზრუნველყო წინასწარ მიღებული ავანსების დაბრუნება, ხოლო რამდენიმე პოტენციური სტუმრის მხრიდან – პოლონეთიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან მოხდა 2020 წლის ჯავშნების გადატანა 2021 წლის სეზონზე, რითიც გვერდში დაგვიდნენ ღირსეული მოქმედებით. ამისათვის ჩვენს უცნობ მეგობრებს უღრმეს მადლობას ვუთვლით.

მიუხედავად გამოწვევებისა, 2020 წელი ალტიჰატის პროდუქტიულობაზე არ უმოქმედია რაც არსებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში აისახა – დამონტაჟდა და უწყვეტად ამუშავდა მობილური კომუნიკაცია.

ალტიჰათი გადავიდა 100% განახლებად ენერგიაზე, ჩვენი პარტნიორის „ჰელიოს ენერჯის“ დახმარებით და ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია, „ლაგ ყაზბეგის“ დახმარებით დავამონტაჟეთ 13 კვტ მოცულობის მზის ელექტროსადგური. ალტიჰათს მოემატა ტერასა მყინვარწვერის ულამაზესი ხედებით ტკბობისათვის, რაც სტუმრებისათვის დამატებით კომფორტის შექმნაში გვეხმარება.

დაემატა ახალი სათავგადასავლო სერვისები როგორიცაა “Heli Biking” & “Horse Biking”, პლუს ახალი საფეხმავლო მარშრუტები როგორც ალტიჰათის ისე მყინვარის ენის მიმართულებით სადაც პროფესიონალ გიდებთან და გამყოლებთან, ასევე კომპანია მპლუსთან ერთად შევძელით უამრავი საქართველოს მოქალაქის მოზიდვა, ვინც სრულიად პირველად იყვნენ ასეთ სიმაღლეზე თავგადასავლების ძიებაში.

მიუხედავად „ჩავარდნილი“ სეზონისა, აქტიურად ვითანამშრომლეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ეკონომიკაში პირდაპირ მოვიზიდეთ 600,000$ (რაც ადგილობრივ ტრანსპორტირებაში და პროდუქციის შეძენას მოხმარდა). ციფრი მოკრძალებულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ალტიჰათი ნულოვანი პოზიციიდან შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინიციატივით და რესურსებით. ახლა კი სრულიად ახალი და გამართული ეკო სისტემა შეიქმნა, რაც ასეთი მძიმე კრიზისის პირობებშიც მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული.

ვუმასპინძლეთ 500 ზე მეტ სტუმარს, აქედან საერთაშორისო ვიზიტორი 300 იყო, ვინც მიუხედავად შეზღუდვებისა მაინც ესტუმრა საქართველოს და ალტიჰათშიც, 3014 მეტრზე ამოვიდა მყინვარწვერის ხედებისათვის.

2020 წელს ალტიჰათიდან, წარმატებულმა ქართველმა ასტროფოტოგრაფიებმა სამყაროს უამრავი უნიკალური ფოტო შეძინეს, რითაც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზებას უწევენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.

კომპანია ყაზბეგის მარათონმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა ყაზბეგის მარათონი, რაშიც ალტიჰათმა ძალიან მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, 2020 წელს დავნერგეთ რეგიონში სრულიად ახალი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება რაც მაღალშემოსავლიან ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესაა „ჰელი ბაიკინგი“ და „ჰორს ბაიკინგი“, ავსტრიულ კომპანია „ვუჰერთან“ და კომპანია „მპლუსთან“ ერთად, სრულიად ახალი, რეგიონში უნიკალური და ერთადერთი ასეთი ტიპის მიმდინარეობას ჩაუყარეთ საფუძველი.

მოვიწვიეთ ცნობილი ავსტრიელი ათლეტები ვისთან ერთად მომზადდა ვიდეო რგოლები, რაც დასავლეთ ევროპის ნიშურ ბაზრებზე განთავსდება 2021 წელს.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ეს ყველაფერი სრულიად ახალ, მაღალშემოსავლიან ნაკადებს შექმნის საქართველოში (არა მარტო ალტიჰატის მიმართულებით) სამთო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მხრივ.

და რაც მთავარია, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, (საიდანაც 5000 კვმ-ს გარდა, რაც არის ალტიჰათის საკუთრება), დაახლოებით 20 ჰა ტერიტორიას (რისი დიდი ნაწილი ნაკრძალის ტერიტორიაა, ხოლო მცირე ნაწილი კერძ საკუთრება) ვასუფთავებთ ჩვენი ხარჯებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტეფანე წიკლაურის მეთაურობით.

იმედი გვაქვს რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით და განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ.

ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო და ჩვენი პლანეტა. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს.

2021 წლის ზამთრის სეზონი, ალტიჰათში თებერვალში გაიხსნება სკი ტურის და ჰელისსკის მოყვარულებისათვის. ამ დრომდე კი ნებისმიერ მსურველს, ვინც ექსტრემალური სპორტით და ალპინიზმითაა გატაცებული და მოისურვებს მყინვარწვერზე ასვლას, ტრადიციულად შეუძლია გაჩერდეს ალტიჰათის ზამთრის ქოხში, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ არის მზად მიიღოს 6 ადამიანი, სრულ კომფორტში.

ასევე წინასწარ, გამგზავრებამდე შეძლებს პირდაპირ ეთერში, ე.წ. „ლაივში“ დააფიქსიროს სიმაღლეზე არსებული ვითარება, ალტიჰათი სრულად აღიჭურვა მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერებით, რაც ალპინისტებს დროის რეალურ რეჟიმში აძლევს საშუალებას გადაამოწმონ ამინდი და თოვლის საფარის მდგომარეობა 3,000 მეტრ სიმაღლეზე.

Also Interesting...

Sorry, no results were found.